კიმ ჩენ ინი - ჩინეთთან მეგობრობა ჩვენს პრიორიტეტად რჩება

ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის განცხადებით, ჩინეთთან მეგობრობის შენარჩუნება ჩრდილოეთ კორეის მთავარ პრიორიტეტად რჩება, - ინფორმაციას BBC-ი სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო KCNA-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

კიმ ჩენ ინის თქმით, ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინის ჩრდილოეთ კორეაში ვიზიტი ამ მეგობრობის სიმტკიცის შეხსენებაა.

ჩრდილოეთ კორეის ლიდერის თქმით, ის მხარს უჭერს პეკინის „ერთი ჩინეთის“ პრინციპს, ასევე ჩინეთის კომუნისტური პარტიის პოლიტიკას.

თავის მხრივ, სი ძინპინმა შეაქო ჩინეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის ურთიერთობები და განაცხადა, რომ ეს ურთიერთობები „ახალ ისტორიულ საწყის წერტილზეა“.

ცნობისთვის, ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი ორდღიანი ვიზიტით ჩრდილოეთ კორეაში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში ჩინეთის და ჩრდილოეთ კორეის ლიდერების შეხვედრა გაიმართა, რომელზეც მხარეებმა თანამშრომლობის გაფართოების პირობა დადეს.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ