ჯეი დი ვენსი - აშშ-სა და ისრაელს ბევრი საერთო ინტერესი აქვთ, თუმცა არის სიტუაციები, სადაც ჩვენი ინტერესები განსხვავდება

აშშ-სა და ისრაელს ბევრი საერთო ინტერესი აქვთ, თუმცა არის სიტუაციები, სადაც ჩვენი ინტერესები განსხვავდება, - ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ვფიქრობ პრეზიდენტმა ტრამპმა მკაფიოდ განაცხადა, რომ ისრაელს, რა თქმა უნდა, თავისი მიზნები აქვს, ირანში აშშ-ის მთავარი მიზანი კი იმის უზრუნველყოფაა, რომ მან ბირთვული იარაღი არ მოიპოვოს“, - განაცხადა ჯეი დი ვენსმა.

მისი თქმით, აშშ-მა „ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში საჭირო სივრცე შექმნა, რათა ირანთან გრძელვადიან ბირთვულ შეთანხმებას მიაღწიოს“.

„ისრაელს შეიძლება ეს მოეწონოს ან არ მოეწონოს, მაგრამ ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს აშშ-ის საუკეთესო ინტერესებში შედის“, - აღნიშნა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ