ისრაელმა სამხრეთ ლიბანში ევაკუაციის ბრძანება გასცა

ისრაელმა სამხრეთ ლიბანში ევაკუაციის ბრძანება გასცა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა სამხრეთ ლიბანში მდებარე ქალაქ ტვიროსის მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდა.

Reuters-ის ცნობით, ევაკუაციის ბრძანება ტვიროსის ქრისტიანულ კვარტალსაც მოიცავს.

ისრაელის თავდაცვის ძალების თქმით, ტვიროსის ქრისტიანულ კვარტალში „ჰეზბოლა“ მოქმედებს.

ცნობისთვის, გუშინ ირანმა და ისრაელმა საბრძოლო მოქმედებების შეჩერების შესახებ გამოაცხადეს. ირანის შეიარაღებულმა ძალებმა განაცხადა, რომ სამხედრო ოპერაციას განაახლებს, თუ ისრაელი ლიბანში დარტყმებს გააგრძელებს.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ