GCCA-ის სასწავლო კვლევითი ცენტრის ორგანიზებით, საქართველოს უსინათლოთა კავშირის ქუთაისის ფილიალის წევრებთან საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს სასწავლო კვლევითი ცენტრის ორგანიზებით, საქართველოს უსინათლოთა კავშირის ქუთაისის ფილიალის წევრებთან საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაციას კონკურენციის სააგენტო ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ღონისძიების მიზანი მონაწილეთა სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება იყო.

„შეხვედრაზე სააგენტოს წარმომადგენლებმა დეტალურად მიმოიხილეს: მომხმარებლის უფლებები - ძირითადი საკანონმდებლო გარანტიები და ბოლო პერიოდის ცვლილებები; უსაფრთხო ვაჭრობა - წესები და რეკომენდაციები როგორც, ონლაინ, ისე ფიზიკურ სივრცეში ვაჭრობისას და ასევე სააგენტოს მიერ მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები.

შეხვედრა ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო უსაფრთხოების ზომებს ელექტრონული კომერციის პლატფორმების გამოყენებისას, რაც მხედველობადაქვეითებულ პირებს ყოველდღიურ ცხოვრებაში ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებასა და საკუთარი უფლებების ეფექტურად დაცვაში დაეხმარება.

ღონისძიების მიზანი მონაწილეთა სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება იყო.

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო მსგავს საგანმანათლებლო პროექტებს თბილისსა და რეგიონებში აქტიურად ახორციელებს. უწყების პრიორიტეტია, რომ ინფორმაცია მომხმარებელთა უფლებების შესახებ საზოგადოების ყველა ჯგუფისთვის თანაბრად იყოს ხელმისაწვდომი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ