დააზღვიე Mercedes-Benz „ალდაგში“ და დაიბრუნე სამი თვის პრემია

სადაზღვევო კომპანია ალდაგში Cashback აქცია დაბრუნდა: ნებისმიერი ახალი მომხმარებელი, რომელიც Mercedes Benz-ის მარკის ავტომობილს „ალდაგში“ დააზღვევს, ორი ან სამი თვის პრემიას უკან დაიბრუნებს, რაც იმას ნიშნავს, რომ 12 თვის ნაცვლად, ცხრა ან ათი თვის პრემიას გადაიხდის. შეთავაზებით სარგებლობა შესაძლებელია 9 ივნისიდან 31 ივლისის ჩათვლით, - ამის შესახებ ინფორმაციას სადაზღვევო კომპანია „ალდაგი“ ავრცელებს.

აქციის ფარგლებში მომხმარებლები თანხას, დაზღვევის შეძენის შემდეგ, კონკრეტულ ვადებში იბრუნებენ, რაც დამოკიდებულია პროდუქტის ტიპზე. იმ შემთხვევაში, კი, თუ მომხმარებელი პრემიას სრულად, ერთიანი გადახდით დაფარავს, თანხას მომენტალურად დაიბრუნებს.

„ალდაგი პირველი სადაზღვევო კომპანიაა ბაზარზე, რომელმაც მომხმარებლებს ქეშბექის აქცია შესთავაზა. საწყის ეტაპზე ინოვაციური პროექტი ტოიოტა ქემრისა და რავ4-ის მფლობელებს შევთავაზეთ და მოხარული ვართ, რომ გაამართლა. მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, ამჯერად ეს შესაძლებლობა Mercedes-Benz-ის კონკრეტული მოდელების მფლობელებზეც გავავრცელეთ, რაც ნიშნავს, რომ მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ ორი ან სამი თვის პრემია მომენტალურად დაიბრუნონ და, ფაქტობრივად, ერთი წლის ნაცვლად, მხოლოდ ცხრა თვის საფასური გადაიხადონ.“ - აცხადებენ ალდაგში;

ალდაგის ავტო დაზღვევა ისეთ რისკებს ფარავს, როგორიცაა ავტოსაგზაო შემთხვევა, გარეგანი დაზიანება, სტიქია (სეტყვა, მიწისძვრა), ვანდალიზმი, ქურდობა, ძარცვა, ხანძარი და ა.შ.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ