ე.წ. პრეზიდენტი ბადრა გუნბა - აფხაზეთი სოხუმის საერთაშორისო აეროპორტიდან უცხო ქვეყნებში ფრენების დაწყებას განიხილავს - სამწუხაროდ, ამჟამად ეს შეუძლებელია, რადგან საქართველო მათ ICAO-ს მეშვეობით ბლოკავს

აფხაზეთი სოხუმის საერთაშორისო აეროპორტიდან უცხო ქვეყნებში ფრენების დაწყებას განიხილავს, - ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ბადრა გუნბამ რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ამჟამად სოხუმის აეროპორტიდან ავიარეისები მხოლოდ რუსეთის ქალაქების მიმართულებით სრულდება, რაც პრიორიტეტულია. თუმცა, არ გამორიცხავენ საერთაშორისო რეისების დაწყების შესაძლებლობას, „როგორც კი ხელსაყრელი გეოპოლიტიკური პირობები შეიქმნება“.

„რა თქმა უნდა, ჩვენ ნამდვილად ამ სამუშაოზე ვართ კონცენტრირებულები“, - განაცხადა გუნბამ, როდესაც უპასუხა შეკითხვას, „გეგმავს თუ არა სოხუმის აეროპორტი უცხო ქვეყნებში რეისების განხორციელებას“.

მისი თქმით, „უცხო ქვეყნებში ფრენების დაწყებას ხელს საქართველო უშლის“.

„სამწუხაროდ, ამჟამად შეუძლებელია ფრენების განხორციელება რუსეთის გარდა სხვა ქვეყნებში, რადგან საქართველო მათ ICAO-ს (საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაცია) მეშვეობით ბლოკავს“, - აღნიშნა გუნბამ და იმედი გამოთქვა, რომ საკითხი სწრაფად მოგვარდება.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ