ირაკლი კობახიძე - ბიძინა ივანიშვილს კონკრეტულმა ძალამ მოსთხოვა პოლიტიკაში დაბრუნება გუნდზე ზემოქმედებისთვის, მანამდე იყო ორი შეხვედრა, სადაც ომში ჩართვის საკითხი დააყენეს - ვინ ეკითხება უცხო ძალას, ვინ შემოვა პოლიტიკაში?

იყო დროის კონკრეტული მონაკვეთი, როდესაც ბიძინა ივანიშვილი გასული იყო პოლიტიკური პროცესიდან, ეს იყო, მათ შორის, 2022 წლის მარტი - აპრილის თვეებიც - კონკრეტულმა ძალამ მოსთხოვა ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკაში დაბრუნება გუნდზე ზემოქმედებისთვის, როდესაც ვერ მიაღწიეს საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ისინი დღემდე არ ასახელებენ, თუ რომელ ქვეყნებთან გაიმართა შეხვედრები, რომელზეც ომში ჩართვის საკითხი დადგა. კობახიძის განმარტებით, მათთვის ეს არ იყო რომელიმე ქვეყანა, არამედ იყო „გლობალური ომის პარტია“.

„მასთან [ბიძინა ივანიშვილთან] მივიდნენ თხოვნით თუ მოთხოვნით, რომ ის დაბრუნებულიყო პოლიტიკაში და მიზანი ჰქონდათ კონკრეტული. ამ შეხვედრას ჰქონდა კიდევ ორი შეხვედრის წინა ისტორია. ერთ შეხვედრას მე ვესწრებოდი, ერთს არ ვესწრებოდი, მაგრამ ეს ორი შეხვედრა არ იყო ბიძინა ივანიშვილთან, მესამე იყო მასთან. მესამე შეხვედრის წინაისტორია იყო ორი შეხვედრა, სადაც პირდაპირ დააყენეს ომში ჩართვის საკითხი კონკრეტულმა ადამიანებმა. ამას მოჰყვა მესამე შეხვედრა, როდესაც ბიძინა ივანიშვილს მოსთხოვეს პოლიტიკაში დაბრუნება. თავად განსაჯეთ, ვინ ცდილობს არაფორმალურად ჩაერიოს საქართველოს პოლიტიკაში და ვინ არა. ვინ ეკითხება უცხო ძალას, ვინ შემოვა პოლიტიკაში და ვინ არა? კონკრეტულმა ძალამ ვერ მიაღწია იმ ორ შეხვედრაზე სასურველ შედეგს და ეს იყო მეორე ფრონტის გახსნა და როდესაც აქ ვერ მიაღწიეს, ბოლო იმედის ნაბიჯს მიმართეს და მოსთხოვეს ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკაში დაბრუნება გუნდზე ზემოქმედებისთვის, გამომდინარე იქიდან, რომ ბიძინა ივანიშვილი იყო „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და მის სიტყვას განსაკუთრებული წონა ჰქონდა მაშინაც, ისევე როგორც დღეს გუნდისთვის, ამისთვის, ისინი მივიდნენ ბიძინა ივანიშვილთან, რომელიც გასული იყო პოლიტიკური პროცესიდან და მოსთხოვეს პოლიტიკაში დაბრუნება. ეს არის სწორედ არაფორმალური მმართველობა და არაფორმალური გავლენა. ვინ ეკითხებოდა უცხოურ ძალას ბიძინა ივანიშვილი შემობრუნდებოდა პოლიტიკაში თუ არ შემობრუნდებოდა?! ეს არის სწორედ არაფორმალური გავლენის მცდელობა და არაფორმალური ძალა, რასაც ჩვენ ვუწოდებთ „გლობალური ომის პარტიას“ და ამერიკელები უწოდებენ „დიფ სთეითს“. მე ამ დროს პარტიის თავმჯდომარე ვიყავი. არ ვაკონკრეტებთ შეგნებულად ვინ იყო მოსული ამ პირველ და მეორე შეხვედრაზე. ჩვენთვის ეს არ იყო ქვეყანა, ეს იყო „გლობალური ომის პარტია“, - განაცხადა კობახიძემ.

სტეპან გრიგორიანი - ფაშინიანის პარტიამ არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღება ვერ შეძლო, მაგრამ გაიმარჯვა, მთავრობის დაკომპლექტებისა და ევროპასთან ინტეგრაციული პროცესის გაგრძელების შესაძლებლობა ექნება
ქართული პრესის მიმოხილვა 08.06.2026
სოკარმა Italiana Petroli-ს შეძენის პროცესი დაასრულა
სილქ+ ახალ პაკეტებში ყველაზე პოპულარული მობილური პირობები გაერთიანდა
მსოფლიოში პირველი Rotana-ს მთის კურორტი გუდაურში აშენდება
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა