თსსუ-ის რეზიდენტები ალერგიის მსოფლიო ორგანიზაციის თასის (WAO CUP) ფინალში

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ალერგოლოგია-იმუნოლოგიის რეზიდენტებმა საერთაშორისო წარმატებას მიაღწიეს, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ავრცელებს.

ნათია გვილავასა და მარიამ შუბითიძის გუნდი ალერგიის მსოფლიო ორგანიზაციის თასის (WAO CUP) სადებიუტო გათამაშების ფინალში მონაწილეობის მისაღებად ოფიციალურად მიიწვიეს. ალერგიის მსოფლიო ორგანიზაციის თასის საორგანიზაციო კომიტეტმა თსსუ-ის რეზიდენტებს ოფიციალური წერილით მიულოცა კონკურსის ბოლო ეტაპზე საასპარეზოდ შერჩევა.

პრესტიჟული საერთაშორისო ტურნირი „WAO CUP“ 2026 წლის 15 ოქტომბერს, იაპონიის ქალაქ კიოტოში JSA/WAO/APAPARI ერთობლივი კონგრესის ფარგლებში ჩატარდება.

ასპარეზობის დასრულებისთანავე მოეწყობა საზეიმო მიღება, რომელზე დასწრებაც კონგრესის ყველა დელეგატს შეეძლება.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ