ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, კირ სტარმერს რომან აბრამოვიჩის საფეხბურთო კლუბ „ჩელსის“ გაყიდვიდან მიღებული 2.4 მილიარდის უკრაინის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად გამოყენება შესთავაზა

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერთან რუსი ოლიგარქის რომან აბრამოვიჩის საფეხბურთო კლუბ „ჩელსის“ გაყიდვიდან მიღებული 2.4 მილიარდი გირვანქა სტერლინგის უკრაინის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად გამოყენების შესაძლებლობა განიხილა.

კერძოდ, ზელენსკიმ Guardian-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ მან სტარმერთან განიხილა კლუბის გაყიდვიდან მიღებული 2.4 მილიარდი გირვანქა სტერლინგის ბედი, რომლის გამოყენებასაც ბრიტანეთის მთავრობა უკრაინაში ჰუმანიტარული საჭიროებებისთვის აპირებს.

ზელენსკის თქმით, მიაჩნია, რომ „ჩელსის“ გაყიდვიდან მიღებული შემოსავლის უკრაინაში გადარიცხვამ შესაძლოა, ხელი შეუწყოს საჰაერო თავდაცვის სისტემების დაფინანსებას რუსული რაკეტების მოსაგერიებლად.

„პრემიერ-მინისტრმა მითხრა, რომ ის ყველა ღონეს ხმარობს და ვიცი, რომ ჩვენი დიპლომატიური ჯგუფები ამაზე მსჯელობენ. ეს რთული მომენტია“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ეს თანხა, შესაძლოა, უკრაინას აშშ-სგან სარაკეტო თავდაცვის სისტემების შეძენაში დაეხმაროს.

„ისინი ძალიან ძვირია და, რა თქმა უნდა, ეს ფული შეიძლება დაგვეხმაროს. ეს სამართლიანია. რუსეთმა დაიწყო ეს ომი. რატომ არ უნდა გამოვიყენოთ რუსული ფული?“- აღნიშნა ზელენსკიმ.

ამასთან, მან იხუმრა, რომ აბრამოვიჩს ფული არ ჩაუტანია, როცა ისინი გასულ თვეში კიევში შეხვდნენ ერთმანეთს.

„მას ეს ფული არ მოუტანია. მე ვუთხარი: „თქვენი ფული გვჭირდება“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ცნობისთვის, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ორი დღის წინ განაცხადა, რომ რომან აბრამოვიჩს კიევში შეხვდა და უთხრა, რომ მზად იყო რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ნებისმიერ ფორმატში შესახვედრად. ამასთან, მან რუს ოლიგარქს განუცხადა, რომ უკრაინა დონბასიდან ჯარებს არ გაიყვანს.

გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნება“ ახალი პოლიტიკური სეზონის წინ ცუდ ფორმაშია იმ გაგებით, რომ პარტია გადაიქცა აპარატად, რომელიც ერთ ადამიანზე დგას და, როგორც ღარიბაშვილის საქმემ აჩვენა, შიგნით ბოლომდე ჩამპალია
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხნა - სილქნეტი ფესტივალის უწყვეტი წარმდგენი