„საქსტატი“ - წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ I კვარტალში 271.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2025 წლის I კვარტლის წინასწარ მონაცემებზე 47.7%-ით მეტია

წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2026 წლის I კვარტალში 271.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2025 წლის I კვარტლის წინასწარ მონაცემებზე 47.7 პროცენტით მეტია. ამის შესახებ ნათქვამია „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, ზრდა განპირობებულია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ორი კომპონენტის: სააქციო კაპიტალის და სავალო ვალდებულებების მაჩვენებლის გაზრდით.

„2026 წლის I კვარტალში სააქციო კაპიტალმა 101.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 37.5 პროცენტია. რეინვესტიციამ 145.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა და მისი წილი 53.8 პროცენტით განისაზღვრა, ხოლო სავალო ვალდებულებებმა 23.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. ის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 8.8 პროცენტია.

2026 წლის I კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით, უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნები შემდეგნაირად განაწილდა:

წინასწარი მონაცემებით 2026 წლის I კვარტალში პირველ ადგილზეა გაერთიანებული სამეფო 52.4 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 19.3 პროცენტს შეადგენს, მეორე ადგილზე იმყოფება აშშ 47.5 მლნ. აშშ დოლარით (17.5 პროცენტი), ხოლო მესამეზე ნიდერლანდები - 29.2 მლნ. აშშ დოლარით (10.8 პროცენტი).

სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილი ინვესტიციების მთლიანი მოცულობის 47.6 პროცენტს შეადგენს.

წინასწარი მონაცემებით 2026 წლის I კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორში განხორციელდა და 125.1 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია (46.1 პროცენტი). მეორე ადგილზე უძრავი ქონების სექტორია 48.8 მლნ.

აშშ დოლარით (18.0 პროცენტი), ხოლო მესამეზე - ინფორმაციის და კომუნიკაციის სექტორი 37.2 მლნ. აშშ დოლარით (13.7 პროცენტი).

სამი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 77.8 პროცენტი შეადგინა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ