ზაზა ვაშაყმაძე ბრაზილიის ელჩს შეხვდა

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, კარლოს მარტინს სეგლია ეწვია. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შეხვედრაზე ზაზა ვაშაყმაძემ ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების, მათ შორის, რელიგიური უფლებების უხეში დარღვევის ფაქტებზე.

„საქართველოს მთავრობის რელიგიური პოლიტიკა და ქვეყანაში არსებული რელიგიური ლანდშაფტი, რელიგიის სააგენტოს ძირითადი ფუნქციები და აქტივობები, ქვეყანაში არსებული ტოლერანტულ გარემო, რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსება - ასეთი იყო გაცნობითი ხასიათის შეხვედრის ძირითადი თემები. ზაზა ვაშაყმაძემ, როგორც ყოველთვის, ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების, მათ შორის, რელიგიური უფლებების უხეში დარღვევის ფაქტებზე.

ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა მადლობა გადაუხადა ზაზა ვაშაყმაძეს მასპინძლობისათვის. მან განსაკუთრებით გაუსვა ხაზი ბრაზილიის მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ბრაზილიის ელჩმა რელიგიის სააგენტოსთან ურთიერთობის სურვილი გამოთქვა.

შეხვედრის დასასრულს, სააგენტოს თავმჯდომარემ ელჩს საჩუქრად რელიგიის სააგენტოს გამოცემები - „საქართველოში მოქმედი საკულტო ნაგებობები 2023 წლის მდგომარეობით“, „თბილისში მოქმედი საკულტო ნაგებობები 2020 წლის მდგომარეობით“, „ოკუპირებული მემკვიდრეობა“ და „რელიგიები საქართველოში“ გადასცა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნება“ ახალი პოლიტიკური სეზონის წინ ცუდ ფორმაშია იმ გაგებით, რომ პარტია გადაიქცა აპარატად, რომელიც ერთ ადამიანზე დგას და, როგორც ღარიბაშვილის საქმემ აჩვენა, შიგნით ბოლომდე ჩამპალია
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხნა - სილქნეტი ფესტივალის უწყვეტი წარმდგენი