ალუდა ღუდუშაური სავიზო დიალოგზე - ტექნიკური შეხვედრაა, მაგრამ შეამჩნევდით როგორი აღტყინებულნი არიან ის ბოროტი ძალები, რომლებიც ქართულ პოლიტიკაში უსუსურად გამოიყურებიან - ასეთ თემებთან დაკავშირებით კი პარაზიტირებენ

ეს არის ტექნიკური შეხვედრა, მაგრამ ამ შეხვედრის თაობაზე შეამჩნევდით როგორი აღტყინებულნი არიან ის ბოროტი ძალები, რომლებიც ქართულ პოლიტიკაში უსუსურად გამოიყურებიან - ასეთ თემებთან დაკავშირებით კი პარაზიტირებენ და პოლიტიკურ, ჟონგლიორობას თუ ინსინუაციებს მიმართავენ, რომ ქართულ საზოგადოებაში ვნებათაღელვა გამოიწვიონ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების” დეპუტატმა, ალუდა ღუდუშაურმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც უვიზო რეჟიმზე 11 ივნისს დაგეგმილ ევროკავშირ-საქართველოს დიალოგს გამოეხმაურა.

მისი თქმით, ვიზალიბერალიზაცია უაღრესად დიდი მონაპოვარია.

„მართლაც უაღრესად დიდი მონაპოვარია [ვიზალიბერალიზაცია] - ეს ჩვენი ხელისუფლების დროს მოხდა და ბუნებრივია, რომ ქართველი ხალხი სარგებლობს ამ სიკეთით. ეს არის ტექნიკური შეხვედრა, მაგრამ ამ შეხვედრის თაობაზე შეამჩნევდით როგორი აღტყინებულნი არიან ის ბოროტი ძალები, რომლებიც ქართულ პოლიტიკაში უსუსურად გამოიყურებიან და არ აქვთ ქართველი ხალხის მხარდაჭერა. ასეთ თემებთან დაკავშირებით კი პარაზიტირებენ და პოლიტიკურ, ჟონგლიორობას თუ ინსინუაციებს მიმართავენ იმასთან დაკავშირებით, რომ ქართულ საზოგადოებაში ვნებათაღელვა გამოიწვიონ. ორივე მხარისგან მოვისმინეთ, რომ ეს ტექნიკური შეხვედრაა”, - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

დამაზუსტებელ კითხვაზე ღუდუშაურმა უპასუხა, რომ ობიექტური და სამართლიანი კრიტერიუმებით საქართველო ყველა პრეტენდენტ ქვეყანას უსწრებს მთელი რიგი ასპექტებით, რასაც მათივე ავტორიტეტული ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები ამტკიცებს.

„ვიზალიბერალიზაცია მარტივი საჩუქარი ხომ არ ყოფილა? ამას მთელი რიგი სამუშაოები უძღოდა წინ და ბუნებრივია, რომ საქართველომ პირნათლად შეასრულა ყველა ის წინაპირობა. ამიტომ, ობიექტური და სამართლიანი კრიტერიუმებით თუ გავზომავთ, ხედავთ, რომ საქართველო ყველა პრეტენდენტ ქვეყანას უსწრებს მთელი რიგი ასპექტებით - ეს მათივე ავტორიტეტული ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებია. მაგრამ თუ ამ ყველაფერს პოლიტიკურ ჩარჩოში მოვაქცევთ, სურათი აბსოლუტურად იცვლება. აქედან გამომდინარე, მე პოლიტიკურ ნაწილზე გამიჭირდება მათ ნაცვლად ვისაუბრო, ამას აბსოლუტურად ყველა ხედავს - სამწუხაროა, მაგრამ ეს არის ფაქტი. ობიექტურ კრიტერიუმებს და გაზომვად ინდიკატორებს თუ შევხედავთ, იქ საქართველო ნამდვილად მოწინავეა და ბუნებრივია, რომ ამასთან დაკავშირებით მათაც კი უჭირთ რაიმე საპირისპიროს მტკიცება, რადგან ფაქტებზე და არგუმენტებზე დაფუძნებული არის ეს ყველაფერი”, - განაცხადა ღუდუშაურმა.

სტეპან გრიგორიანი - ფაშინიანის პარტიამ არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღება ვერ შეძლო, მაგრამ გაიმარჯვა, მთავრობის დაკომპლექტებისა და ევროპასთან ინტეგრაციული პროცესის გაგრძელების შესაძლებლობა ექნება
ქართული პრესის მიმოხილვა 08.06.2026
სოკარმა Italiana Petroli-ს შეძენის პროცესი დაასრულა
სილქ+ ახალ პაკეტებში ყველაზე პოპულარული მობილური პირობები გაერთიანდა
მსოფლიოში პირველი Rotana-ს მთის კურორტი გუდაურში აშენდება
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა