კახა კალაძე - მე თუთიყუშზე ვნერვიულობ, თუთიყუში როგორ არის მას შემდეგ, რაც ბუმბული დაკარგა? არ გვაქვს ინფორმაცია?

მე თუთიყუშზე ვნერვიულობ, თუთიყუში როგორ არის? ეგ ინფორმაცია მაინტერესებს, რა მდგომარეობაშია თუთიყუში მას შემდეგ, რაც ბუმბული დაკარგა, არ გვაქვს ინფორმაცია? - ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას აქციების დროს დაშავებული მოქალაქეების შესახებ.

კერძოდ, ჟურნალისტმა კალაძეს უთხრა, რომ ის მოქალაქეები, რომლებიც აქციების დაშლის დროს დაშავდნენ, პროკურატურას დაზარალებულად არ უცნია. მედიის წარმომადგენელმა თბილისის მერს ასევე გაახსენა BBC-ს დოკუმენტური ფილმი, რომელშიც ნოემბერ-დეკემბერში, აქციების დაშლის დროს ქიმიური ნივთიერების შესაძლო გამოყენებაზე იყო საუბარი. სწორედ ამ დროს „დაინტერესდა“ კახა კალაძე თუთიყუშის მდგომარეობით.

ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც BBC-ის დოკუმენტური ფილმის საშუალებით აქციების დაშლის დროს ქიმიური ნივთიერების შესაძლო გამოყენების შესახებ გახდა ცნობილი, აქციების ერთ-ერთმა მონაწილემ, რომელიც პარლამენტის მახლობლად ცხოვრობდა, სატელევიზიო ეთერში განაცხადა, რომ „მომწამვლელი ნივთიერების გამო მის თუთიყუშს ბუმბული გასცვივდა“:„შეიძლება სასაცილოა, რასაც ვიტყვი - თუთიყუშს დასცვივდა ბუმბული, გინდ დაიჯერეთ, გინდ არა. იმ პერიოდში მე, ძაღლი და თუთიყუში ვცხოვრობდით, ოჯახი გახიზნული მყავდა და თუთიყუშს დასცვივდა ბუმბული“, - განაცხადა მოქალაქემ.

გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნება“ ახალი პოლიტიკური სეზონის წინ ცუდ ფორმაშია იმ გაგებით, რომ პარტია გადაიქცა აპარატად, რომელიც ერთ ადამიანზე დგას და, როგორც ღარიბაშვილის საქმემ აჩვენა, შიგნით ბოლომდე ჩამპალია
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხნა - სილქნეტი ფესტივალის უწყვეტი წარმდგენი