ლევან მახაშვილი - ვინც უყურებს ამერიკა-ჩინეთის, ჩინეთ-ევროკავშირის სახელმწიფოების ურთიერთობებს, მათ პოლიტიკურ მიჯნურობას, ჩახუტებას, შეიძლება გაუჩნდეს კითხვა: რატომ არის ეს ორმაგი სტანდარტი? ეს ლეგიტიმური კითხვა იქნება

ვინც უყურებს ამერიკა-ჩინეთის, ჩინეთ-ევროკავშირის სახელმწიფოების ურთიერთობებს, მათ პოლიტიკურ მიჯნურობას, ჩახუტებას, სტრატეგიულ პარტნიორობებს, ახალ სავაჭრო თუ სატარიფო და სხვადასხვა სფეროებში ახალ შეთანხმებებს, შეიძლება გაუჩნდეს კითხვა: „რატომ არის ეს ორმაგი სტანდარტი, რატომ არის ასეთი დამოკიდებულება?“ - ეს სრულიად ბუნებრივი და ლეგიტიმური კითხვა იქნება, - ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა, რითაც წარმომადგენელთა პალატაში მიღებულ აქტს გამოეხმაურა.

მისი თქმით, საქართველოშიც და ამერიკაშიც არიან ადამიანები და პოლიტიკური ძალები, რომლებიც ცდილობენ საქართველო-ამერიკის ურთიერთობების გადატვირთვის შესაძლებლობის გაჩენის მაქსიმალურ დაზიანებას, შეფერხებას და დღეს არსებული კონსტრუქციული გარემოს მოწამვლას ტყუილებით.

„ასევე არ დაგვავიწყდეს, რა არის ამ ადამიანების მოტივაცია, რომლებიც რაღაც ახალი, ლამაზ-ლამაზი სახელებით აინიცირებენ ახალ დოკუმენტებს. ჩვენ ერთი კვირის წინ ზუსტად ამაზე ვსაუბრობდით, რომ მიმდინარეობს ძალიან მგრძნობიარე, მაგრამ მნიშვნელოვანი პროცესი ამერიკა-საქართველოს ურთიერთობების გადატვირთვის, აღდგენის და სტრატეგიული პარტნიორობისკენ სწრაფვის. მაგრამ ამის ფონზე საქართველოშიც და ამერიკაშიც არიან ადამიანები და პოლიტიკური ძალები, რომლებიც ცდილობენ ამ პროცესის მაქსიმალურ დაზიანებას, შეფერხებას და დღეს არსებული კონსტრუქციული გარემოს მოწამვლას ტყუილებით და ისეთი ტიპის აღქმების გაჩენას, რომ თითქოს საქართველოს საშინაო თუ საგარეო პოლიტიკური გადაწყვეტილებები, რაიმე ზიანს აყენებს ამერიკის რეგიონულ თუ საგარეო პოლიტიკურ ინტერესებს.

სწორედ ამ მიზნით, აქედან არის ნაკარნახევი. ეს ახალი ხელშეკრულებებით თუ რეზოლუციაც სწორედ ამ კონტექსტში შეგვიძლია ჩვენ განვიხილოთ - საქართველო-ამერიკის ურთიერთობების დაზიანების მცდელობა”, - განაცხადა ლევან მახაშვილმა.

ცნობისთვის, აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ "კავკასიაში ჩინეთის გავლენის წინააღმდეგ ბრძოლის აქტი“ მიიღო. აღნიშნული კანონპროექტი აშშ-ის კონგრესში 2026 წლის 24 თებერვალს იყო წარდგენილი და ის ამერიკელმა კონგრესმენებმა ჯო უილსონმა (რესპუბლიკური პარტია) და სტივ კოენმა (დემოკრატიული პარტია) წარადგინეს.კანონპროექტი, სხვა საკითხებთან ერთად, ითხოვს ანგარიშს რუსეთისა და ჩინეთის სადაზვერვო აქტივობებზე საქართველოში.კერძოდ, კანონპროექტი მოითხოვს აშშ-ის მხრიდან სტრატეგიის მომზადებას, რომელიც განსაზღვრავს აშშ-საქართველოს ურთიერთობების მიზნებს; შეაფასებს, რა სახის დახმარება და რესურსები უნდა გამოყოს აშშ-მ საქართველოსთვის; დაადგენს, უნდა გაგრძელდეს თუ არა აშშ-ის ფინანსური მხარდაჭერა საქართველოსთვის; შეაფასებს, რამდენად არის საქართველოს მთავრობა მზად აშშ-სა და ევროპასთან ეკონომიკური და პოლიტიკური თანამშრომლობის გასაფართოებლად.

გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნება“ ახალი პოლიტიკური სეზონის წინ ცუდ ფორმაშია იმ გაგებით, რომ პარტია გადაიქცა აპარატად, რომელიც ერთ ადამიანზე დგას და, როგორც ღარიბაშვილის საქმემ აჩვენა, შიგნით ბოლომდე ჩამპალია
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხნა - სილქნეტი ფესტივალის უწყვეტი წარმდგენი