კახა კალაძე - ჯო უილსონი არასერიოზული ადამიანია თავისი განცხადებებით, თავისი დამოკიდებულებით თუნდაც საქართველოსთან დაკავშირებით - რომ აჩვენო, დარწმუნებული ვარ, რუკაზე ვერ ნახავს, სად არის საქართველო

ჯო უილსონი არასერიოზული ადამიანია თავისი განცხადებებით, თავისი დამოკიდებულებით თუნდაც საქართველოსთან დაკავშირებით - რომ აჩვენო, დარწმუნებული ვარ, რუკაზე ვერ ნახავს, სად არის საქართველო,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ამერიკელ კონგრესმენ, ჯო უილსონზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, „ქართველი ხალხი იღებს გადაწყვეტილებას, ხვალ, ზეგ, მაზეგ ვინ იქნება ხელისუფლებაში, ვის ანდობს ქვეყნის ბედს და არა გარედან მითითებებით, როგორც ეს 2012 წლამდე ხდებოდა“.

„საქართველო არის ქართველი ხალხის გავლენის ქვეშ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და მე, როგორც პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ერთი რიგითი წევრი, ვამაყობ იმ პოლიტიკით, იმ გადაწყვეტილებებით, რომელიც ჩვენმა გუნდმა ბოლო წლების განმავლობაში მიიღო და რეალურად ქართველ ხალხს დაუბრუნა ძალაუფლება. ქართველი ხალხი იღებს გადაწყვეტილებას, ხვალ, ზეგ, მაზეგ ვინ იქნება ხელისუფლებაში, ვის ანდობს ქვეყნის ბედს და არა გარედან მითითებებით, როგორც ეს 2012 წლამდე ხდებოდა. რაც შეეხება ჯო უილსონს, მგონი ამაზე არ უნდა შეჩერდეთ, არასერიოზული ადამიანია თავისი განცხადებებით, თავისი დამოკიდებულებით თუნდაც საქართველოსთან დაკავშირებით. რომ აჩვენო, დარწმუნებული ვარ, რუკაზე ვერ ნახავს, სად არის საქართველო“, - განაცხადა კახა კალაძე.

რაც შეეხება საქართველოს კრიტიკას იმ ფონზე, როცა ევროპის ქვეყნები და აშშ ნორმალურ ურთიერთობას ამყარებენ ჩინეთთან, კახა კალაძეს პასუხობს, რომ საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის ინტერესებიდან გამოდის და ისე მოქმედებს.

„თუნდაც პრეზიდენტ ტრამპისა და მისი ადმინისტრაციის განცხადებებს თუ შევხედავთ, პირიქით, საუბარია იმაზე, რომ ჩინეთთან დაათბონ ურთიერთობა, კიდევ უფრო მეგობრული გახადონ, ჩინეთის პრეზიდენტს პირდაპირ მეგობარს უწოდებს. ასევე, თუ შევხედავთ ევროპული ქვეყნების ლიდერებს, პრეზიდენტებს, თანამდებობის პირებს, ყველა საუბრობს იმაზე, რომ ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავება და სტრატეგიული პარტნიორობა მნიშვნელოვანია. ჩვენც გამოვდივართ ჩვენი ინტერესებიდან და ვატარებთ ისეთ პოლიტიკას, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის და ხალხისთვის იქნება მნიშვნელოვანი“,- განაცხადა კახა კალაძემ.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ