ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ულფ კრისტერსონმა Gripen-ის თვითმფრინავებთან დაკავშირებული შეთანხმების განხორციელების საკითხი განიხილეს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შვედეთის პრემიერ-მინისტრ ულფ კრისტერსონს შეხვდა, რომლის დროსაც მათ, სხვა საკითხებთან ერთად, Gripen-ის მოიერიშე თვითმფრინავებთან დაკავშირებული შეთანხმების განხორციელების საკითხი განიხილეს.

„პრემიერ-მინისტრ ულფ კრისტერსონთან შეხვედრისას განვიხილეთ შვედეთში ჩემი ბოლო ვიზიტის შედეგები და Gripen-ის მოიერიშე თვითმფრინავებთან დაკავშირებული შეთანხმებების შესრულება“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ტალინში გამართული შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს შვედეთის პრემიერიც.

„ღირებული შეხვედრა მქონდა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან დღეს ტალინში. გავაგრძელეთ Gripen-ის მოიერიშე თვითმფრინავებისა და ფრონტის ხაზზე განვითარებული მოვლენების განხილვა. უკრაინას ბრძოლის ველზე იმპულსი აქვს - შვედეთი გააგრძელებს მხარდაჭერას“, - დაწერს ულფ კრისტერსონმა სოციალურ ქსელში.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ