ესტონეთის პრეზიდენტი - უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება მხოლოდ ქაღალდზე არ უნდა დარჩეს

ესტონეთის პრეზიდენტის ალარ კარისის განცხადებით, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების ფარგლებში ყველა კლასტერი სწრაფად უნდა გაიხსნას.

უკრაინული მედიის ცნობით, ესტონეთის პრეზიდენტმა ეს განცხადება ტალინში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

კარისის თქმით, უკრაინის ადგილი ევროკავშირსა და ნატო-ში და უკრაინისთვის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მიცემული დაპირება „მხოლოდ ქაღალდზე არ უნდა დარჩეს“.

„ესტონეთი მხარს უჭერს უკრაინასა და ევროკავშირს შორის გაწევრიანების მოლაპარაკებებში ყველა კლასტერის სწრაფ გახსნას. ეს უნდა მოხდეს ამ ზაფხულს, ახლავე, ივნისში, რადგან ამჟამად ამისთვის არანაირი დაბრკოლება არ არსებობს“, - განაცხადა ესტონეთის პრეზიდენტმა.

ალარ კარისმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინელი ხალხისთვის ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანება არა შორეული იმედი, არამედ ლეგიტიმური მოლოდინია.

„ევროპისა და ევროატლანტიკური სივრცისთვის უკრაინის გაწევრიანება გაძლიერების შესაძლებლობაა“, - განაცხადა ესტონეთის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ესტონეთს დღეს ეწვია.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ