ჩინეთისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის კვლევის ცენტრმა ქართულ უმაღლეს სასწავლებლებში ჩინეთის სოციალურ და ეკონომიკურ მოდელზე სემინარების ციკლი ჩაატარა

ამა წლის მაისისა და ივნისის პერიოდში ჩინეთისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის კვლევის ცენტრის მიერ თბილისის სხვა და სხვა უმაღლეს სასწავლებელში ჩატარდა სემინარების ციკლი ჩინეთის სოციალურ და ეკონომიკურ მოდელზე.

სემინარებს უძღვებოდნენ ექსპერტები და მკვლევრები, რომლებიც წლებია სწავლობენ ჩინეთის ეკონომიკური განვითარების მოდელს.

სემინარები შეეხო შემდეგ საკითხებს:

სოციალისტური საბაზრო ეკონომიკა (დიდი ჰიბრიდი): საბაზრო მექანიზმების ინტეგრირება სახელმწიფო საკუთრების შენარჩუნებით ეკონომიკის სტრატეგიულ სექტორებზე.

"მთლიანი პროცესის სახალხო დემოკრატია“- კონსულტაციური დემოკრატიის მოდელი.

საერთო კეთილდღეობა და სოციალური თანასწორობა.

ეკოლოგიური ცივილიზაცია და მწვანე სოციალიზმი - გარემოსდაცვითი საკითხების ინტეგრირება სოციალისტურ ჩარჩოში, როგორც ეროვნული გადარჩენისა და სიამაყის საფუძველი.

ახალი ხარისხის საწარმოო ძალები - შრომაინტენსიური მოდელიდან გადასვლა ინოვაციებსა და მწვანე ტექნოლოგიებზე.

როგორც ამ სემინარების ჩატარების ინიციატორმა, ცენტრის ხელმძღვანელმა ბექა ნაცვლიშვილმა განაცხადა, ჩინეთსა და საქართველოს შორის მზარდი ურთიერთობების ფონზე მსგავსი პოპულარული და აკადემიური ღონისძიებების ჩატარება აუცილებელია, რადგან ჩინეთზე, როგორც მსოფლიო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ აქტორზე საზოგადოებაში ინფორმაცია მწირია და ხშირად სტერეოტიპებით არის გაჯერებული. მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს ჩინეთის პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური სისტემისა და ისტორიის უკეთ გაცნობას, ამ თემების ირგვლივ ცოდნის დაგროვებასა და დისკუსიის ხელშეწყობას.

სტუდენტებს გადაეცემათ მონაწილეობის დამადასტურებელი სერთიფიკატები. როგორ განცხადებაშია აღნიშნული, მსგავსი ღონისძიებების ჩატარება იგეგმება სხვა რეგიონის უმაღლეს სასწავლებლებშიც.

(R)

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ