მედია - ისრაელის მიერ ლიბანის ქალაქ ტვიროსზე განხორციელებული დარტყმის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა

ლიბანის ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ქალაქ ტვიროსზე ისრაელის საჰაერო დარტყმის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას BBC-ი ლიბანის ეროვნულ საინფორმაციო სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, დაშავებულია 32 ადამიანი და ნანგრევების გაწმენდის სამუშაოები გრძელდება.

BBC-ი წერს, რომ ისრაელის თავდაცვის ძალები აგრძელებენ სამხრეთ ლიბანზე საჰაერო დარტყმებს, მას შემდეგ, რაც ირანმა გუშინ ქვეყანას თავდასხმების შეჩერებისკენ მოუწოდა და წინააღმდეგ შემთხვევაში მკაცრი რეაგირებით დაიმუქრა.

სამხრეთ ქალაქ ტვიროსზე თავდასხმა დღეს დილით განხორციელდა, ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ ევაკუაციის შესახებ გაფრთხილებების გაცემიდან რამდენიმე საათის შემდეგ.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ