სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის წესის დარღვევისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა მკაცრდება და სასჯელის ვადები იზრდება

სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის წესის დარღვევისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა მკაცრდება და “სისხლის სამართლის კოდექსით“ გათვალისწინებული სასჯელის ვადები იზრდება.

ამ მიმართულებით პარლამენტში ინიცირებული კანონის პროექტი მეორე მოსმენით განხილვის ფარგლებში გადამუშავდა.

თავდაპირველი ვარიანტით დაგეგმილი იყო იმ პირთა წრის გაფართოება, ვისზეც სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის წესის დარღვევის შემთხვევაში, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა შეიძლება გავრცელებულიყო. აღნიშნულ ინიციატივას სასჯელის ზომების გაზრდაც დაემატა.

პარლამენტის მიერ მეორე მოსმენით მიღებული კანონის პროექტის თანახმად, სახელმწიფო შესყიდვასთან დაკავშირებით - მათ შორის ბაზრის კვლევასთან ან გამარტივებულ შესყიდვასთან დაკავშირებით პირების წინასწარი შეთანხმება, გარიგება ან/და სხვა ქმედება თავისთვის ან სხვისთვის მატერიალური გამორჩენის ან უპირატესობის მიღების მიზნით, რამაც შემსყიდველი ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია − დაისჯება ჯარიმით, შინაპატიმრობით ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვს წლამდე.

იგივე ქმედება, ჩადენილი არაერთგზის – გამოიწვევს პირის ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე დასჯას.

გარდა ამისა, იგივე ქმედება, ჩადენილი იმ პირის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სამეწარმეო ან სხვა ეკონომიკური საქმიანობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის ან “სისხლის სამართლის კოდექსის“ 180-ე (თაღლითობა) ან 182-ე (მითვისება ან გაფლანგვა) მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის – დაისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე.

ამავე პროექტის თანახმად, სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის წესის დარღვევისთვის იურიდიული პირი საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციითა და ჯარიმით დაისჯება.

სტეპან გრიგორიანი - ფაშინიანის პარტიამ არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღება ვერ შეძლო, მაგრამ გაიმარჯვა, მთავრობის დაკომპლექტებისა და ევროპასთან ინტეგრაციული პროცესის გაგრძელების შესაძლებლობა ექნება
ქართული პრესის მიმოხილვა 08.06.2026
სოკარმა Italiana Petroli-ს შეძენის პროცესი დაასრულა
სილქ+ ახალ პაკეტებში ყველაზე პოპულარული მობილური პირობები გაერთიანდა
მსოფლიოში პირველი Rotana-ს მთის კურორტი გუდაურში აშენდება
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა