ყველა საკუთარ ინტერესებს უყურებს. არაფრად დაგიდევს სხვის ინტერესებს, განსაკუთრებით პატარა ერების ინტერესებს, რომლებიც აქლემების ბრძოლაში კოზაკივით იჭყლიტებიან ხოლმე. ამიტომ არის, რომ ფრთხილად უნდა ვიყოთ,-ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მან ე.წ. გარე ძალებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ რადიკალური ოპოზიცია ქვეყნის ინტერესებს ღალატობს.
„საქმე ისაა, რომ გარე ძალებისთვის ეს ქვეყნის მტრობა არ არის. ეს არის მათი ეროვნული, სახელმწიფოებრივი ინტერების საქართველოს ხარჯზე გატარება. მათ ეს ემოციური ბრმა საქართველოსთან არ აქვთ. საქართველო თუ რამეში დაზიანდება და ეს იქნება სასარგებლო სხვა ქვეყნისთვის, ძალისთვის თუ რომელიმე ჯგუფისთვის, ამის მიმართ მათ რაიმე მგრძნობელობა არ აქვთ. როდესაც ამ ქვეყნის მოქალაქე ხარ და თავს აყენებინებ, როგორც იარაღს საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, ოღონდ სხვათა პოლიტიკური, გეოპოლიტიკური თუ ეკონომიკური ინტერესები განხორციელდეს, სწორედ ეს არის ქვეყნის ღალატი და ამას მხილება სჭირდება. რაც შეეხება სხვა გარე ძალებს, ჩვენ ვხედავთ, თუ რამდენად დაძაბულ სამყაროში ვცხოვრობთ. შეგვიძლია ვთქვათ, ფაქტობრივად შეშლილია სამყარო. წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი ჩამოშლილია. მოქმედებს ძალის პრინციპი. ყველა საკუთარ ინტერესებს უყურებს. არაფრად დაგიდევს სხვის ინტერესებს, განსაკუთრებით პატარა ერების ინტერესებს, რომლებიც აქლემების ბრძოლაში „კოზაკივით“ იჭყლიტებიან ხოლმე. ამიტომ არის, რომ ფრთხილად უნდა ვიყოთ. მიდგომა, რაც რადიკალურ ოპოზიციას აქვს, რომ ოღონდ ვინმემ გაუღიმოს გარედან, წითელი ხალიჩა დაუგოს, ტაში დაუკრას, ჩაიხუტოს, ფული მისცეს და მზად არიან საქართველოს ინტერესები ლანგრით მიართვან, ეს არის სწორედ ქვეყნის ინტერესების ღალატი. ჩვენი დამოკიდებულება აბსოლუტურად სხვანაირია. ჩვენი დამოკიდებულება ეფუძნება ჭეშმარიტ პარტნიორობას, რომელიც გულისხმობს, რომ ორ ქვეყანას შორის არ არის დაქვემდებარება და ერთი მეორეს კი არ ემსახურება, არამედ ორივე ქვეყანა საკუთარი ეროვნული ინტერესების თანხვედრაში მოყვანას ცდილობს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.