ვთქვი, ისემც უქნიათ, დაუჭამიათ ერთმანეთი-მეთქი და აი, დაიწყეს კიდევაც შესრულება და ერთმანეთის დაჭმა. ვუყუროთ, ამით მაინც პატარა სიამოვნება მივიღოთ. რასაც ისინი უკეთებდნენ საკუთარ ქვეყანას, ახლა ერთმანეთის მიმართ ზუსტად იმავეს აკეთებენ. ასე რომ დავაკვირდეთ და დავტკბეთ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „ოპოზიციური ალიანსსა“ და „ნაციონალური მოძრაობაზე“ საუბრისას განაცხადა.
შალვა პაპუაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ „ოპოზიციურ ალიანსში“ ყოფნა ქართულ ფილმს, „ცისფერ მთებს შეადარა“.
„არ ვიცი, „ცისფერი მთებივით“ ვეღარ გაურკვევიათ, აქ არიან, თუ იქ არიან. ჩამოყალიბდებიან. ჩვენ, როგორც „ცისფერ მთებს’“ ასე უნდა ვუყუროთ ამ კომედიას, რომელსაც ჩვენ გვაყურებინებენ, რამდენი ხანია, რაც საერთო ჯამში, ჩვენ გვახარებს იმ მხრივ, რომ ვხედავთ, ის გარე ძალები, ვინც ამ ხალხს აორგანიზებს იმდენად გონიერები არ არიან და იმდენად ვერ თვლიან რაღაც საკითხებს, რომ აი, ასეთ მდგომარეობაში ვარდებიან. რასაც ჩვენ ახლა ვუყურებთ, ეს ცირკი იმაზეც ხომ მეტყველებს, მათ უკან ვინ დგას. ბრიუსელში რომ დადიან და ამ ხალხს რომ აცხადებენ ქართველ ხალხად და მათი ინტერესების წარმომადგენლებად, სხვადასხვა ევროპულ ქვეყანაში რომ დადიან, ამ ხალხს პოლიტიკური ცირკის მსახიობებად და ქვეყნის წარმომადგენლებად აცხადებენ და ეს ხომ იმაზეც მეტყველებს, თუ რა ხალხი ზის ბრიუსელში და რა ხალხი ზის ზოგიერთ დედაქალაქში,რომ ამათზე დებს ფსონს. 2024 წლის არჩევნებში, ამათ არ დაუდგნენ გვერდზე? ამათ მიეცით ხმაო, არ ამბობდნენ? რეზოლუციებს ამათი დაკვეთით და ამათთან შეთანხმებით არ აკეთებენ? ქართველმა ხალხმა ისიც უნდა დაინახოს, რასთან გვაქვს საქმე. ამით მეორე საკითხზეც გვექმნება წარმოდგენა - როდესაც ასეთ უმარტივეს საკითხებში ვერ არის გარკვეული ბრიუსელი და სხვა ძალები, რომლებიც ამათ უკან დგანან, წარმოგიდგენიათ, ამათ უნდა ჩააბარო საერთაშორისო და გეოპოლიტიკა? ამიტომაც არის დღეს, არეულობა სამყაროში, ომი დღეს უკრაინაში“. განაცხადა პაპუაშვილმა.
ამ კონტექსტში მან ქართული ოპოზიციაში მიმდინარე მოვლენები ახსენა.
„ის, რაც ოპოზიციაში ხდება, ეს არის მინი მაგალითი იმისა, რაც სამყაროში ხდება ზუსტად იგივე ძალების დამსახურებით, რასაც ჩვენ „გლობალური ომის პარტიას“, „დიფ სთეითს“ ვეძახით, სახელი შეიძლება სხვადასხვა იყოს, მაგრამ არსი ერთი არის - ეს არის ხალხი, რომელთა მართვის მოდელს ვხედავთ ჩვენ რადიკალური ოპოზიციის სახით. ცირკად აქციეს პოლიტიკის სივრცე და ზუსტად იმავეს აკეთებენ ისინი საერთაშორისო პოლიტიკის პლატფორმაზე და ამიტომ ჩამოიქცა ზუსტად გლობალური უსაფრთხოების სისტემა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.