„კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია“ (ОДКБ) საწევრო გადასახადის გადაუხდელობის გამო სომხეთის მიმართ შესაბამისი ზომების გამოყენებას განიხილავს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.
ლავროვის თქმით, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრები გაერთიანების დებულების შესაბამისი მუხლის განხილვაზე შეთანხმდნენ სომხეთის მიმართ, რომელიც ორი წლის განმავლობაში გადასახადებს არ იხდის.
“7 ივნისს, ზუსტად სომხეთში არჩევნების დღეს, ჩემმა კოლეგამ არარატ მირზოიანმა ОДКБ-სთან დაკავშირებულ კითხვაზე განაცხადა: “ჩვენ გადასახადებს არ ვიხდით, ვინაიდან, უბრალოდ არ ვმონაწილეობთ”. … დღეს განვიხილეთ, რა უნდა გავაკეთოთ ასეთ ვითარებაში. და უკვე 2 წელზე მეტია აქვს სომხეთს დავალიანება ОДКБ-ის ბიუჯეტის წინაშე. ეს არის ვითარება, რომელიც ორგანიზაციის დებულებით არის გათვალისწინებული... და დღეს ОДКБ-ის დებულების შესაბამისი მუხლის განხილვაზე შევთანხმდით”, - განაცხადა ლავროვმა.