მეზობლები თბილისში, ქურდიანის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შესახებ საუბრობენ

თბილისში, ქურდიანის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც მეზობლებმა “ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, შემთხვევა მოკლული ახალგაზრდა მამაკაცის, ნიკა ქარელაშვილის სახლში მოხდა.

მეზობლების ცნობით, მათ რამდენიმე გასროლის ხმა გაიგეს. ისინი განმარტავენ, რომ “ახალგაზრდა კაცი კარგი ადამიანი იყო და კონფლიქტური არ ყოფილა”.

“სასწრაფო დავინახე. ამბობენ, რომ თავისი სახლია, ისე სხვაგან ცხოვრობდა და აქ მოდიოდა ხოლმე”, - განაცხადა ერთ-ერთმა მეზობელმა.

მისივე ინფორმაციით, ერთ-ერთი დაჭრილი მოკლულის მეგობარია.

“ამბობდნენ ადგილზევე გარდაიცვალაო, მაგრამ როგორც გავიგე, კომაში იყო და იქვე არ გარდაცვლილა. სასწრაფო რომ გამოიძახეს, კომაშიაო ამბობდნენ. ჩხუბის ხმა ისმოდა, რის გამოც ხალხი იყო გამოსული. ფაქტია, რომ აურზაური მანამდეც იყო. დაჭრილი მისი მეგობარია”, - განაცხადა ერთ-ერთმა მეზობელმა.

ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ამ დროისთვის უკვე დასრულებულია.

შეგახსენებთ, თბილისში, ქურდიანის ქუჩაზე ერთი ადამიანი მოკლეს და ერთი დაჭრეს. „ტვ პირველის“ ინფორმაციით, დაღუპულია ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც სავარაუდოდ, მეშვიდე სართულიდან გადმოაგდეს. დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 19-109-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებასა და ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. როგორც უწყებაში განმარტავენ, სამართალდამცველების მიერ ინციდენტში მონაწილე ყველა პირი იდენტიფიცირებულია და პოლიციის განყოფილებაში იმყოფება.

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 14-15 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
თბილისში მე-7 საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია - ვორქშოფი „Infertility 35+“ გაიმართება — საერთაშორისო ექსპერტები, ქართველი სპეციალისტები და რეპროდუქციული მედიცინის უახლესი მიღწევები ერთ სივრცეში