„ჯივიპი“ ისნის რაიონში წყალსადენისა და წყალარინების მაგისტრალურ ქსელებს აახლებს

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ისნის რაიონში ლობჟანიძის ქუჩაზე წყალმომარაგების ქსელის სისტემური გაუმჯობესების მიზნით სარეაბილიტაციო სამუშაოები ატარებს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ცნობით, რეაბილიტაციის ფარგლებში ახლით იცვლება 1 კილომეტრზე მეტი სიგრძის მოძველებული წყალსადენის მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელები, ხოლო წყალარინების ქსელის 1.5 კილომეტრზე მეტი სიგრძის მონაკვეთი, რაც ხშირად იწვევდა ქსელზე დაზიანებებს და წყალმომარაგების შეზღუდვას.

„განახლებულ წყალსადენის ქსელზე ეწყობა 19 საკვანძო ჭა და 2 სახანძრო ჰიდრანტი, ხოლო წყალარინების ქსელზე 42 წყალარინების ჭა.

რეაბილიტაციის მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ტექნიკური დირექტორი, გიგა ნადირაძე და ისნის რაიონის გამგებელი, აკაკი ხლაბუსტოვი.

სარეაბილიტაციო პროექტი კომპანიამ მაისის თვეში დაიწყო და მისი მასშტაბურობიდან გამომდინარე სრულად სექტემბერში დაასრულებს, რაშიც 2 მლნ ლარზე მეტის ინვესტიციას ახორციელებს.

აღნიშნული პროექტის შედეგად, ისნის რაიონში ლობჟანიძისა და მიმდებარე ქუჩების მოსახლეობას მომსახურების ხარისხი მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდება.

წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის განახლება და განვითარება „ჯივიპის“ ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია ყოველწლიურად, გეგმის მიხედვით, აქტიურად რეჟიმში განახორციელებს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
BYD ოფიციალურად საქართველოს ბაზარზეა - „ჯითი გრუპმა“ თბილისში პირველი შოურუმი გახსნა
შპს „თბილისი მოლი“ განცხადებას ავრცელებს
Defending the Legacy: „დეფენდერი“ ყაზბეგის განძის კვალდაკვალ
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე „სილქნეტის“ შეთავაზებაში
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
15 წელი ბიზნესთან ერთად: როგორ იქცა FINA ქართული ბიზნესის ყოველდღიურობად