ბაია პატარაია - „საფარში“ უკანონო საქმიანობის ნიშანწყალიც ვერ ნახეს - მედავებიან რამდენიმე საჯარო პოსტს, 10 დროშის ყიდვას და ერთი რუპორის ქონას ორგანიზაციაში, რაც არ არის არალეგალური და კრიმინალური

უკანონო საქმიანობის ნიშანწყალიც ვერ ნახეს. მედავებიან რამდენიმე საჯარო პოსტს, 10 დროშის ყიდვას და ერთი რუპორის ქონას ორგანიზაციაში, - ამის შესახებ ქალთა უფლებათა დაცვის ორგანიზაცია „საფარის“ ხელმძღვანელმა, ბაია პატარაიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ევროპული სასამართლოს მიერ 5 სამოქალაქო ორგანიზაციის დაყადაღების საქმეზე არსებითი განხილვის დაწყებას.

მისივე თქმით, ამ საქმის წარმოება მოხდება დაჩქარებული წესებით.

“უკანონო საქმიანობის ნიშანწყალიც ვერ ნახეს. მე შემიძლია თამამად ვისაუბრო „საფარის“ კონტექსტზე. მედავებიან რამდენიმე საჯარო პოსტს, მაგალითად: „გზა თავისუფლებამდე რუსთაველზე გადის“. ასევე მედავებიან ამდენი წლის განმავლობაში 10 დროშის ყიდვას და ერთი რუპორის ქონას ორგანიზაციაში. ცხადია, ეს ყველაფერი არ არის არალეგალური ან კრიმინალური და მათ, პრაქტიკულად, არ აქვთ მიზეზები, რომ ეს საქმე აწარმოონ“ - განაცხადა ბაია პატარაიამ.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოს მთავრობა კონვენციის შეზღუდვის შესაძლებლობას ბოროტი მიზნებისთვის იყენებს.

„მუხლი, რომლითაც საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს, გულისხმობს, რომ სახელმწიფო, ამ შემთხვევაში, საქართველოს მთავრობა, იყენებს კონვენციის შეზღუდვის შესაძლებლობას ბოროტად. ყველა ის უფლება, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ იზღუდება, აბსოლუტურად ბოროტული მიზნების გამო იზღუდება. როდესაც მან არასამთავრობო ორგანიზაციები უბრალოდ გააჩერა ისე, რომ არანაირი არგუმენტი, არანაირი მტკიცებულება, არანაირი მიზეზი არ ჰქონია ამისათვის, გარდა იმისა, რომ ასე სურს ოლიგარქიას, ეს ცხადია, მიუღებელია საერთაშორისო სტანდარტებისთვის და ამ საქმის წარმოება მოხდება დაჩქარებული წესებით“, - განაცხადა ბაია პატარაიამ.

ცნობისთვის, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ხუთი ქართული სამოქალაქო ორგანიზაციის - „სოციალური სამართლიანობის ცენტრის", „სამოქალაქო საზოგადოების ფონდის”, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების", „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI)“ და „საფარის” საბანკო ანგარიშების დაყადაღების თაობაზე საჩივრის განხილვა დაიწყო, რაც საქმის არსებითი განხილვის დაწყებას გულისხმობს.

აღნიშნულ სარჩელს ევროპულმა სასამართლომ მნიშვნელოვანი გავლენის მქონე საქმის სტატუსი მიანიჭა, რაც იმას ნიშნავს, რომ სასამართლო წინასწარ აფასებს, რომ აღნიშნულ საქმეს შეიძლება ჰქონდეს განსაკუთრებული გავლენა სასამართლოს პრაქტიკაზე, ეროვნულ კანონმდებლობასა და უფრო ფართო უფლებრივ და საზოგადოებრივ საკითხებზე.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში