რუსული მედია - უკრაინული დრონების დარტყმის შემდეგ „ლუკოილის“ ყველაზე დიდმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა

უკრაინული დრონების დარტყმის შემდეგ „ლუკოილის“ ყველაზე დიდმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული გამოცემა The Moscow Times ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, „ნიჟეგოროდნეფტეორგსინტეზ“ ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ (ნორსი) 2 ივლისიდან დრონებით დარტყმის შედეგად ნავთობის გადამუშავება შეაჩერა.

„ნორსი“, რომელიც რუსეთში მე-4 ადგილს იკავებს სიმძლავრითა და მე-2 ადგილს ბენზინის წარმოებით, დრონებით ხუთშაბათს, 2 ივლისს, დაიბომბა. შედეგად ქარხანაში, რომელიც „ლუკოილის” მთავარი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაა, პირველადი გადამუშავების მთავარი დანადგარი დაზიანდა, რომელიც ქარხნის სიმძლავრის 53%-ს შეადგენდა.

კიდევ ერთი დანადგარი, რომელიც ქარხნის სიმძლავრის 25%-ს შეადგენდა, დრონებმა მწყობრიდან 24 ივნისს გამოიყვანეს. 2 ივლისიდან „ნორსიმ“ შეწყვიტა საავტომობილო ბენზინისა და დიზელის საწვავის საბითუმო რეალიზაცია სანქტ-პეტერბურგის ბირჟაზე.

ემილ ავდალიანი - საქართველო ცდილობს ცენტრალური აზიის ქვეყნებთან კავშირების გაღრმავებით შუა დერეფნის პროექტში მეტად განიმტკიცოს თავისი ადგილი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
Google-მა საქართველოში Coob Ads-ს Official Google Ads Sales Representative-ის სტატუსი მიანიჭა
თბილისის ზღვასთან თანამედროვე ეკოსისტემის მრავალფუნქციური დასვენებისა და მომსახურების კომპლექსი გაიხსნა