ავსტრიის საგარეო საგარეო საქმეთა მინისტრი - არანაირი კომპრომისი არ იქნება, ეს არ არის ბაზარი, სადაც საქართველოს მთავრობას შეეძლო ევაჭრა და შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ქვეყანა არ მიდის სწორი მიმართულებით

არანაირი კომპრომისი არ იქნება, განსაკუთრებით ჩვენს ფუნდამენტურ ღირებულებებზე! ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება!, - ამ განცხადებით ავსტრიის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრი, ბეათე მაინლ-რაიზინგერი „ქართულ ოცნებას“ მიმართავს.

როგორც ბეათე მაინლ-რაიზინგერმა ვენაში, „ალდეს“ ყრილობაზე აღნიშნა, საქართველოს მოქალაქეებმა აირჩიეს ევროპა, „რასაც მთავრობა მხარს არ უჭერს“.

„ჩვენ ძალიან მკაფიო ვართ, არანაირი კომპრომისი არ იქნება, განსაკუთრებით ჩვენს ფუნდამენტურ ღირებულებებზე! ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ეთქვა და ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე, ეს ეხება კანონის უზენაესობას ან სხვა ღირებულებებს - ეს, არასდროს მოხდება! ჩვენ ვზრუნავთ, რომ ჩვენი ევროკავშირი დაფუძნებული იყოს ამ ღირებულებებზე და თუ თქვენ მოახერხებთ რეფორმების გატარებას ამ მიმართულებით, მაშინ ჩვენ მოხარულები ვიქნებით ვაწარმოოთ მოლაპარაკებები გაწევრიანებაზე, მაგრამ თუ არა, მაშინ მე, მართლაც ვწუხვარ, ქვეყანა არ მიდის სწორი მიმართულებით.

ჩვენ გვჯერა, რომ გზა მთავრობამ უნდა გაკაფოს, ეს უზრუნველყოს საკუთარი მოქალაქეებისთვის. აშკარაა ის, რასაც ახლა ვხედავთ, საქართველოში, ქვეყანა არ მიდის სწორი მიმართულებით. მოქალაქეებმა აირჩიეს ევროპა და ამას მთავრობა მხარს არ უჭერს. ვხედავთ, მასშტაბურ უკუსვლას“- განაცხადა მაინლ-რაიზინგერმა, რომლის განცხადებას და ქართულ თარგმანს „ტვ. პირველი“ ავრცელებს.

ლაშა ტუღუში - ის საგარეო პოლიტიკა, რომელსაც ახლა ჩვენი ხელისუფლება ატარებს, მრავალვექტორული კი არა, ანტიბალანსის პოლიტიკაა, ევროკავშირთან არა ინტეგრაციის, არამედ, დეზინტეგრაციის პოლიტიკას ვატარებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ