გრიგოლ გეგელია - „ქოცები“ კიდევ ერთხელ გაიქცნენ, ამჯერად ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დარბაზიდან - „ქოცი“ გარბის ყველა სივრციდან, სადაც ისმის სიმართლე

„ქოცები“ კიდევ ერთხელ გაიქცნენ, ამჯერად ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დარბაზიდან - „ქოცი“ გარბის ყველა სივრციდან, სადაც ისმის სიმართლე, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ საგარეო მდივანმა, გრიგოლ გეგელიამ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც საქართველოს დელეგაციის მიერ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პლენარული სხდომის პროტესტის ნიშნად დატოვებას ეხმაურება.

გრიგოლ გეგელიას განცხადებით, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუცია საკადრის სახელს არქმევს საქართველოში არჩევნების გაყალბებას, ამომრჩეველზე ზეწოლას და ერთპარტიული დიქტატურის ჩაცემენტების მცდელობებს.

„ქოცები“ კიდევ ერთხელ გაიქცნენ, ამჯერად ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დარბაზიდან, ისე როგორც გასულ წელს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დარბაზიდან და იქამდე ევროპარლამენტის დარბაზიდან.

„ქოცი“ გარბის ყველა სივრციდან, სადაც ისმის სიმართლე, სადაც არის თავისუფალი კონკურენცია, სადაც არ ჭრის „ქოცური“ ხრიკები, სადაც არ მუშაობს მდარე "ქოცური" ვირეშმაკობა.

„ქოცი“ მირბის ყველა იმ სივრცეში, სადაც არის დიქტატურა, კორუფცია, უკანონობა, ძალმომრეობა.

ნიშანდობლივია, რომ დღეს „ოცნების“ რეჟიმმა უარი განაცხადა სწორედ „ჰააგის დეკლარაციაზე“ გამართულ კენჭისყრაში მონაწილეობაზე.

„ქოცს“ აშინებს ყველაფერი, რაც ჰააგას უკავშირდება, რადგან „ქოცმა“ ძალიან კარგად იცის, რომ მისი დასასრული მჭიდროდ არის გადაჯაჭვული სწორედ ამ ქალაქის სახელგანთქმულ ტრიბუნალთან.

შესაძლოა „ქოცი“ დღეს კუდამოძუებული გამოქცეულიყო ჰააგის საპარლამენტო ასამბლეის დარბაზიდან, მაგრამ ის ნამდვილად ვერ გაექცევა ჰააგის ტრიბუნალს.

დღეს სრულიად ცივილიზებული სამყარო არის ერთ აზრზე კუთხეში მიმწყვდეულ „ქოცურ“ რეჟიმთან მიმართებით. ევროპარლამენტის და ევროსაბჭოს კვალდაკვალ, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია სრულ პოლიტიკურ მხარდაჭერას უცხადებს "მოსკოვის მექანიზმის" ანგარიშს და ეუთო/ოდირის დასკვნას და რეჟიმს მოუწოდებს, რომ დაუყოვნებლივ - გაათავისუფლოს ყველა პოლიტპატიმარი; გააუქმოს ფუნდამენტურ თავისუფლებებთან შეუთავსებელი დრაკონული, რუსული კანონმდებლობა; უზრუნველყოს პოლიტიკური პლურალიზმი; უზრუნველყოს ადეკვატური საარჩევნო გარემო, რომელშიც შესაძლებელი იქნება თავისუფალი არჩევნების ჩატარება; შექმნას თავისუფალი და კონკურენტული პოლიტიკური გარემო, რაც ნიშნავს პოლიტიკური რეპრესიის და მათ შორის პარტიების აკრძალვის მცდელობის დაუყოვნებლივ შეწყვეტას; დაიცვას შეკრების, გამოხატვისა და მედიის თავისუფლება.

ეს არის დასკვნა, რომელიც საკადრის სახელს არქმევს არჩევნების გაყალბებას, ამომრჩეველზე ზეწოლას, ერთპარტიული დიქტატურის ჩაცემენტების მცდელობებს და ქართული სახელმწიფოს გადაგვარების რუსულ სპეცოპერაციას, რომლის მიზანიც არის ის, რომ თითოეული ქართველი წავიდეს უკან, ჩვენი სახელმწიფო წავიდეს უკან, არ მივაღწიოთ მშვიდობის და კეთილდღეობის სფეროს სახელად ევროატლანტიკური სივრცე და ჩავეფლოთ იმ რუსული ყაიდის კორუფციულ ჭაობში, რომელშიც „ქოცი" ხარობს ყველაზე კარგად, მაგრამ თქვენ და თქვენი ოჯახები ღარიბდებით და, სამწუხაროდ, ყველანი ერთად მივდივართ სულ უფრო უკან.

ეს არის დასკვნა, რომელიც ქართველ ხალხს კიდევ ერთხელ შეახსენებს დაუღალავი მშვიდობიანი დემოკრატიული ბრძოლის მნიშვნელობას რეჟიმის წინააღმდეგ, რომელიც უდრის სიღარიბეს, საერთაშორისო იზოლაციას, კორუფციას და ქართული ეროვნული ინტერესის სპობას. შესაბამისად, ჩვენი, ქართველი ხალხის ბრძოლა მავნებელი, ანტიქართული რეჟიმის წინააღმდეგ გრძელდება და ამ ბრძოლაში ჩვენს გვერდით არის სრულიად ცივილიზებული მსოფლიო“, - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ ბრიფინგზე.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
„იმპექსმა“ საქართველოში KORRES-ის ინოვაციურ SMART YOGHURT™ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კანის მოვლის ახალი ხაზი წარადგინა
BMW ჯგუფმა მეხუთე თაობის ახალი BMW X5 წარადგინა