მედია - უკრაინის თავდაცვის ძალებმა აზოვის ზღვაში რუსულ ტანკერებს დაარტყეს

უკრაინის თავდაცვის ძალებმა აზოვის ზღვაში რუსულ ტანკერებს დაარტყეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

უკრაინის გენშტაბის ცნობით, 9 ივლისის ღამეს ქვეყნის თავდაცვის ძალებმა აზოვის ზღვაში 12 ნავთობტანკერი დააზიანეს.

ასევე, დარტყმები განხორციელდა საბუქსირო და სატვირთო გემებზე.

„9 ივლისის ღამეს, რუსი აგრესორის სამხედრო-ეკონომიკური პოტენციალის შემცირების ფარგლებში, უკრაინის თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებმა მოწინააღმდეგის არაერთ მნიშვნელოვან სამხედრო და სამხედრო-ეკონომიკურ ობიექტს დაარტყეს“, - აცხადებს უკრაინის გენშტაბი.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო ოთხი დღის განმავლობაში აზოვისა და შავ ზღვებში დარტყმები 36 რუსულ გემზე განხორციელდა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის