ბათუმში რიგით მე-19 შავი ზღვის ჯაზფესტივალი Ghost-Note-ის კონცერტით დასრულდა

ბათუმში რიგით მე-19 შავი ზღვის ჯაზფესტივალი Ghost-Note-ის კონცერტით დასრულდა. ფესტივალის დასკვნით საღამოზე ამერიკულმა ფანკ-ჯაზ ბენდმა მსმენელის წინაშე საკუთარი რეპერტუარი წარადგინა.

აღსანიშნავია, რომ წლევანდელი შავი ზღვის ჯაზფესტივალი მსოფლიო ჯაზის ლეგენდის, მაილს დევისის დაბადებიდან 100 წლის იუბილეს მიეძღვნა. შავი ზღვის ჯაზფესტივალი ბათუმში ყოველწლიურად იმართება და სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეულ ჯაზის შემსრულებლებს მასპინძლობს.

ცნობისთვის, ფესტივალი ბათუმში 10 ივლისს პროექტით „The Miles Davis Centennial Celebration with M.E.B. (Miles Electric Band)“ გაიხსნა. 11 ივლისს სცენაზე ამერიკელი R&B-ის შემსრულებელი Eric Benét წარდგა, ხოლო 12 ივლისს, დასკვნით საღამოს, მსმენელის წინაშე ამერიკული ფანკ-ჯაზ ბენდი Ghost-Note გამოვიდა.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რა ზეწოლაც არ უნდა განახორციელოს კრემლმა ფაშინიანზე, ცხადი ისაა, რომ ფაშინიანი სომხეთში ხელისუფლებას ყველა შემთხვევაში შეინარჩუნებს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
ვანო ჩხარტიშვილი განცხადებას ავრცელებს
„ვისოლმა“ „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური ამბროლაურშიც გახსნა