შალვა პაპუაშვილი - საქართველოს ხელისუფლება ადგილზეა, ქართული მედიაც მაუწყებლობს, თავად კირ სტარმერი კი პოლიტიკიდან მიდის

საქართველოს ხელისუფლება ადგილზეა, ქართული მედიაც მაუწყებლობს, თავად სტარმერი კი პოლიტიკიდან მიდის, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი წერს.

შალვა პაპუაშვილის თქმით, კირ სტარმერმა ფინანსური სანქციების პოლიტიკურ იარაღად გამოყენებით, ჯერ ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მოშლა, შემდეგ კი დამოუკიდებელი ქართული მედიის ფინანსური განადგურება და დახურვა სცადა.

„ნიშანდობლივია, რომ ადამიანი, რომელმაც საქართველო-დიდი ბრიტანეთის ურთიერთობების ისტორიაში პირველმა გადადგა საქართველოს მიმართ აშკარად მტრული ნაბიჯები, არა მხოლოდ თანამდებობას ტოვებს, არამედ პოლიტიკიდანაც მიდის.

ფინანსური სანქციების პოლიტიკურ იარაღად გამოყენებით, მან ჯერ ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მოშლა, შემდეგ კი დამოუკიდებელი ქართული მედიის ფინანსური განადგურება და დახურვა სცადა.

თუმცა განგებამ სხვაგვარად ინება - საქართველოს ხელისუფლება ადგილზეა, ქართული მედიაც მაუწყებლობს, თავად სტარმერი კი პოლიტიკიდან მიდის”, - წერს პაპუაშვილი.

ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა პარლამენტში კითხვა-პასუხის დროს განაცხადა, რომ ეს მისი პოლიტიკური გზის დასასრულია. „როდესაც ესტაფეტას იბარებენ, ყველა პრემიერ-მინისტრმა იცის, რომ მოვა დრო, როდესაც მისი გადაცემა მოუწევთ... ეს ჩემი პოლიტიკური გზის დასასრულია", - განაცხადა სტარმერმა.

შეგახსენებთ, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა 22 ივნისს განაცხადა, რომ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. სტარმერმა 6 წელი გაატარა როგორც „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა და ორი წელი, როგორც დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.

კახა გოგოლაშვილი - თუ საქართველოს მოსახლეობა შეეგუება აზრს და დაიჯერებს, რომ ჩვენ ევროკავშირში არაფერი გვესაქმება, მაშინ ევროკავშირიც შეცვლის თავის პოლიტიკას საქართველოს მიმართ
ქართული პრესის მიმოხილვა 13.07.2026
„გალფის“ ქსელში ჩამსხმელი ოპერატორის სრულ სერვისს, QR თვითმომსახურების სერვისიც დაემატა
Solo-სა და Hyundai-ის ერთობლივი შეთავაზება - შეიძინეთ სასურველი ჰიუნდაი „საქართველოს ბანკის“ 0%-იანი ავტოგანვადებით