გიორგი სიორიძე - ჩვენი მრწამსი, დოქტრინა და ერთადერთი პოლიტიკური ხაზი არის არჩევნები - არცერთი ჩვენი ლიდერი და წევრი პოლიტიკურ ბრძოლაზე უარს არ იტყვის, ბრძოლა გაგრძელდება ისე, როგორც მანამდე იყო და იქნება უკომპრომისო

არასდროს, ხელისუფლების ცვლილების დროს ოპოზიციისთვის სასარგებლო და სახარბიელო მდგომარეობა არ ყოფილა, მაგრამ ხალხმა თავისი სათქმელი თქვა, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველო-ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი სიორიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

გიორგი სიორიძის თქმით, ხელისუფლების ცვლილების გასაღები ქართველი ხალხის ხელშია.

„ქართულმა საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ მის ხელშია ხელისუფლების ცვლილების გასაღები. ხალხის ძალა არის ის მთავარი ფაქტორი, რისაც ნებისმიერ დიქტატორს ეშინია, მით უმეტეს ბიძინა ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“. ხალხის რომ ეშინია, მას არაერთხელ გამოუმჟღავნებია, თუნდაც ის, რომ მიიღო დრაკონული კანონები. ტროტუარზე დგომის გამო რომ ადამიანებს პატიმრობაში უშვებს, სწორედ შიშის გამოვლინებაა.

არასდროს ხელისუფლების ცვლილების დროს ოპოზიციისთვის სასარგებლო და სახარბიელო მდგომარეობა არ ყოფილა, მაგრამ ხალხმა თავისი სათქმელი თქვა, ასე იქნება ივანიშვილის ცვლილების შემთხვევაშიც. მე მჯერა ქართველი ხალხის“, - განაცხადა გიორგი სიორიძემ.

გიორგი სიორიძის თქმით, „ლელოს“ მრწამსი, დოქტრინა და ერთადერთი პოლიტიკური ხაზი არის არჩევნები.

„ჩვენ ვართ კონსტიტუციის ერთგული ძალა. ჯერ ერთი არჩევნებამდე შეიძლება მოხდეს. მაგრამ მთავარი არის, ხალხი გამოვიდეს იმ რაოდენობის, რომ რეჟიმს არანაირი სივრცე არ ჰქონდეს. 2003 წლის რევოლუცია არჩევნებით იყო გამოწვეული. ეს კარგად უნდა გვახსოვდეს ჩვენ.

რაც შეეხება პოლიტიკური ლიდერების წინააღმდეგ არსებულ საქმეს, ჩვენი პოლიტიკური ძალის სახელით შემიძლია სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ არცერთი ჩვენი ლიდერი და წევრი პოლიტიკურ ბრძოლაზე უარს არ იტყვის და ხელის აღებას არ აპირებს, ჩვენი ბრძოლა გაგრძელდება ზუსტად ისე, როგორც მანამდე იყო, იქნება უკომპრომისო, შეუპოვარი და თანმიმდევრული, ვიბრძოლებთ მანამ და იმ შესაძლებლობის ფარგლებში, რაც იქნება, სანამ არ შეცვლით ხელისუფლებას“ , - განაცხადა გიორგი სიორიძემ.

კახა გოგოლაშვილი - თუ საქართველოს მოსახლეობა შეეგუება აზრს და დაიჯერებს, რომ ჩვენ ევროკავშირში არაფერი გვესაქმება, მაშინ ევროკავშირიც შეცვლის თავის პოლიტიკას საქართველოს მიმართ
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს