ირანის საგარეო მინისტრის მოადგილე - ირანმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება შეაჩერა

ირანმა შეერთებულ შტატებთან ერთი თვის წინ მიღწეული შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება შეაჩერა, - ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხაზემ ღარიბაბადიმ განაცხადა.

„ჩვენ მოლაპარაკებებს ვაწარმოებდით. სამწუხაროდ, სინამდვილეში, სწორედ ამერიკელებმა განახორციელეს ეს აგრესიული ქმედებები, საკუთარი ვალდებულებების დარღვევით. შედეგად, შევაჩერეთ ყველა ჩვენი ვალდებულება და ფაქტობრივად, აღარ ვასრულებთ მათ“, - განაცხადა ღარიბაბადიმ.

მისი თქმით, ირანი მტკიცედ დაიცავს თავს.

„ის, რის წინაშეც ახლა ვდგავართ, ჩვენი ქვეყნის დაცვაა. ჩვენ ამას მტკიცედ და გადამწყვეტად გავაკეთებთ და ვფიქრობ, ამერიკელებმა კიდევ ერთხელ მიიღეს პასუხი - მათი ეს აგრესიული ქმედებები ვერანაირ შედეგს ვერ გამოიღებს", - აღნიშნა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს