რუსებმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანეს, არის მსხვერპლი

რუსებმა კიევზე მასშტაბური სარაკეტო იერიში მიიტანეს, არის მსხვერპლი, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, რუსული ძალების თავდასხმის შედეგად, კიევში ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.

სარაკეტო იერიშის შედეგად უკრაინის დედაქალაქის სულ მცირე ხუთ რაიონში ძლიერი ხანძარი გაჩნდა.

უკრაინის დედაქალაქში სახლები, სავაჭრო ცენტრები, სხვა სახის შენობები და ავტომობილები დაიწვა.

ასევე, სარაკეტო დარტყმების შედეგად დაზიანდა „ლუკიანოვსკაიას“ მეტროსადგური, რის შემდეგაც მისი მუშაობა დროებით შეჩერდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, გასული ღამის განმავლობაში რუსებმა კიევის მიმართულებით 40-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის რაკეტა გაუშვეს.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს