დონალდ ტრამპი იორდანიაში ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეების დაღუპვაზე - ეს სამწუხაროა, მაგრამ ისინი დაიღუპნენ, რადგან არ სურდათ, ირანს ბირთვული იარაღი ჰქონოდა და ახლო აღმოსავლეთი განადგურებულიყო

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, იორდანიაში ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეების დაღუპვა „სამწუხაროა“.

„თქვენ ოდესმე გიკითხავთ, რამდენი ადამიანი დაიღუპა ვიეტნამში? ოდესმე გიკითხავთ, რამდენი ადამიანი იღუპებოდა ავღანეთში ყოველ დღე? ეს სამწუხაროა, მაგრამ ამ შემთხვევაში ისინი დაიღუპნენ, რადგან არ სურდათ, ირანს ბირთვული იარაღი ჰქონოდა და არ სურდათ, რომ ახლო აღმოსავლეთი განადგურებულიყო“, - განუცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა New York Post-ს.

შეგახსენებთ, აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) გამოაცხადა, რომ 17 ივლისს იორდანიაში ორი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, მაშინ როდესაც აშშ-ის ცენტრალური სარდლობა და პარტნიორების ძალები ირანის ბალისტიკური რაკეტებისა და დრონების თავდასხმისგან თავს იცავდნენ. ასევე, ერთი სამხედრო მოსამსახურე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს