ვოლოდიმირ ზელენსკი - ბალისტიკური რაკეტებისგან თავდაცვა ამჟამად ჩვენი მთავარი პრიორიტეტია

ღამით რუსეთმა კიევზე ბალისტიკური რაკეტებით ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, რუსულმა ძალებმა კიევისა და უკრაინის ოლქების მიმართულებით სხვადასხვა ტიპის 40-ზე მეტი რაკეტა და 120 დრონი გაუშვეს.

„ბოლო მონაცემებით, კიევსა და კიევის ოლქში ერთი ადამიანი დაიღუპა და 16 დაშავდა. საგანგებო სიტუაციების სამსახურები მუშაობას აგრძელებენ“, - წერს ზელენსკი X-ზე.

მისი თქმით, მიმდინარე კვირის განმავლობაში, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ დაახლოებით 1450 დრონი, 1640-ზე მეტი მართვადი საჰაერო ბომბი და სხვადასხვა ტიპის 99 რაკეტა გამოიყენა.

„ბალისტიკური რაკეტებისგან თავდაცვა ამჟამად ჩვენი მთავარი პრიორიტეტია. ასევე აუცილებელია, რომ ანტიბალისტიკურ შესაძლებლობებთან დაკავშირებით ჩვენს მუშაობასთან ერთად, რუსეთზე ზეწოლაც გაგრძელდეს. ახალი გადაწყვეტილებების მიღებისას შეფერხებები მოსკოვს იმის შესაძლებლობას აძლევს, რომ დაგეგმოს როგორც ახალი თავდასხმები, ისე სანქციებისთვის გვერდის ავლის გზებიც“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს