ანდრეი სიბიგა - მოსკოვში მყოფი ლაჩარი, რომელსაც ზელენსკისთან შეხვედრის ეშინია, მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ომს აგრძელებს - ჩვენი მოწოდება შესაფერისი და ძლიერი პასუხია

რუსეთმა კიევზე თავდასხმისას ომის დაწყების შემდეგ ყველაზე დიდი რაოდენობით ბალისტიკური რაკეტა გამოიყენა, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა სოციალურ ქსელში წერს.

ანდრეი სიბიგას განცხადებით, „მოსკოვში მყოფი ლაჩარი, რომელსაც ომის დასრულების მიზნით პრეზიდენტ ზელენსკისთან შეხვედრის ეშინია, მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ომს აგრძელებს“.

„ჩვენი მოწოდება შესაფერისი და ძლიერი პასუხია. ამ ტერორის დასასრულებლად მოსკოვზე დამანგრეველი ზეწოლა გვჭირდება“, - წერს სიბიგა X-ზე.

მისი თქმით, „პუტინის დაშოშმინების პოლიტიკით შეჩერება შეუძლებელია“.

„ის კიდევ უფრო შორს წავა, თუ მისი შეჩერება ძალის გამოყენებით ახლავე არ მოხდება. მიაწოდეთ უკრაინას ყველა საჭირო საშუალება რუსეთის შესაჩერებლად და ამ ომის დასასრულებლად“, - აცხადებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს