ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთის დარტყმებისთვის გამართლებული და ზუსტი პასუხის გაცემას ვაგრძელებთ

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სტავროპოლის მხარეში ნავთობბაზებზე დარტყმებს ადასტურებს.

„რუსეთის დარტყმებისთვის გამართლებული და ზუსტი პასუხის გაცემას ვაგრძელებთ. დღეს უკრაინის შორ მანძილზე მოქმედმა „სანქციებმა“ მიაღწია სამიზნეებს, რომლებიც რუსეთის აგრესიას მხარს უჭერენ და აფინანსებენ“, - წერს უკრაინის პრეზიდენტი X-ზე.

მისი თქმით, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ქვედანაყოფებმა სტავროპოლის მხარეში სამ ნავთობბაზას, ხოლო შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა საწვავის ობიექტს დაარტყეს.

„პირდაპირი დარტყმები განხორციელდა შავ ზღვაში რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ სამ ტანკერზე. მადლობას ვუხდი თითოეულ ქვედანაყოფს, რომელიც ხელს უწყობს რუსეთში იმის გაცნობიერებას, რომ ეს ომი უნდა დასრულდეს“, - აცხადებს ზელენსკი.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს