დონალდ ტრამპი - ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზარალდა - სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, დიდ მწუხარებას განიცდის ირანთან ომში დაღუპული ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეების გამო, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

„ძალიან ვწუხვართ, თუმცა ეს შესანიშნავი ადამიანები, ეს დიდი პატრიოტები, იქ იბრძვიან იმისთვის, რომ ირანს ბირთვული იარაღი არ ჰქონდეს“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.

დონალდ ტრამპმა აღნიშნული კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ შაბათს ჩრდილოეთ ერაყში ერთი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, პარასკევს კი იორდანიაში განხორციელებულ დარტყმებს ორი სამხედრო ემსხვერპლა, რითაც აშშ-ისრაელსა და ირანს შორის ომის დაწყებიდან დაღუპული ამერიკელი ჯარისკაცების რაოდენობა 17-მდე გაიზარდა.

დონალდ ტრამპის მტკიცებით, შეერთებულმა შტატებმა ირანს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა.

„ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზარალდა. სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს. მათ ძალიან ცოტა რესურსი დარჩათ“, - განაცხადა პრეზიდენტმა და დასძინა, რომ აშშ-მა მათ დღესაც ძალიან ძლიერად დაარტყა.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს