მარიამ ქვრივიშვილი შანხაი-თბილისის ავიარეისზე - პირდაპირი ფრენები, გაზრდილი ეკონომიკური კავშირები არის მკაფიო დემონსტრირება იმისა, თუ რას ნიშნავს სტრატეგიული თანამშრომლობა ქვეყნებს შორის

პირდაპირი ფრენები, გაზრდილი ეკონომიკური კავშირები, გაზრდილი სავაჭრო ბრუნვა, ისევე როგორც აქტიური მიმოსვლა სატრანსპორტო და ლოგისტიკურ სექტორში - ეს არის ნამდვილად მკაფიო დემონსტრირება იმისა, თუ რას ნიშნავს სტრატეგიული თანამშრომლობა ქვეყნებს შორის, - ამის შესახებ განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა შანხაი- თბილისის პირველი ავიარეისის განხორციელების შემდეგ გააკეთა, რომელსაც 15 ივლისიდან ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ავიაკომპანია China Eastern Airlines-ი ასრულებს.

როგორც მინისტრმა განაცხადა, გრძელდება მუშაობა იმისთვის, რომ ჩინეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები კიდევ უფრო გაიზარდოს.

“ეს დღე მათ შორის ნათლად ასახავს ამ სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშესახებ შედეგს. პირდაპირი ფრენები, გაზრდილი ეკონომიკური კავშირები, გაზრდილი სავაჭრო ბრუნვა, ისევე როგორც აქტიური მიმოსვლა სატრანსპორტო და ლოგისტიკურ სექტორში - ეს არის ნამდვილად მკაფიო დემონსტრირება იმისა, თუ რას ნიშნავს სტრატეგიული თანამშრომლობა ქვეყნებს შორის. ჩვენ ძალიან ვაფასებთ იმ თანამშრომლობას, რომელიც გვაქვს ორ ქვეყანას შორის. ვაგრძელებთ მუშაობას იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

ცნობისთვის, თბილისსა და შანხაის შორის ისტორიული, პირდაპირი რეგულარული რეისი ჩინეთის ავიაკომპანიამ China Eastern Airlines 15 ივლისს შეასრულა. ავიაკომპანია პირდაპირ ფრენებს კვირაში სამჯერ: ოთხშაბათს, პარასკევსა და კვირას შეასრულებს.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
Petra Group-სა და Mitsubishi-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია