რუსეთის მიერ ოდესასთან ახლოს, სამოქალაქო გემზე განხორციელებული დარტყმის შედეგად, დაღუპულთა რიცხვი 10-მდე გაიზარდა

უკრაინის საზღვაო პორტების ადმინისტრაციის განცხადებით, ოდესასთან ახლოს, გვინეა-ბისაუს დროშის ქვეშ მცურავ მარცვლეულის სავაჭრო გემზე რუსეთის მიერ განხორციელებული დარტყმის შედეგად, 10 ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მედიის თანახმად, სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა. გემზე ხანძარი ლოკალიზებულია. ეკიპაჟის რვა წევრი გადაარჩინეს და ნაპირზე გადმოიყვანეს. სამწუხაროდ, 10 ადამიანი, მათ შორის უკრაინის საზღვაო პორტების ადმინისტრაციის ლოცმანი, დაიღუპა.

გემი სიმინდის ჩატვირთვის შემდეგ 19 ივლისს უკრაინის პორტს ტოვებდა, როდესაც რუსებმა სარაკეტო დარტყმა განახორციელეს. ბორტზე ეკიპაჟის 17 წევრი იმყოფებოდა - სირიისა და ინდოეთის მოქალაქეები, ასევე, საზღვაო პორტების ადმინისტრაციის სახელმწიფო საწარმოს „დელტა-ლოცმანის“ ფილიალის ლოცმანი.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს