ნიკა ჩერქეზიშვილი - ხელისუფლება „რიყის დოქების“ ადგილზე საკუთარ პოლიტიკურ და კომერციულ ინტერესებს ხედავს

კოალიცია „ძლიერი საქართველო - ლელოს“ წევრის, ნიკა ჩერქეზიშვილის განცხადებით, ხელისუფლება “რიყის დოქების” ადგილას საკუთარ პოლიტიკურ და კომერციულ ინტერესებს ხედავს.

როგორც პოლიტიკოსი აცხადებს, “ქართულ ოცნებას” სურს აღნიშნულ ადგილას რამე ისეთი ობიექტი ჩადგან, რომლისგანაც სარგებელს მიიღებენ.

„რიყის დოქები” შესაძლოა, ზოგს მოსწონდეს და ზოგს არა, მაგრამ აქ ეს არ არის მთავარი- მთავარია ის, რა სჭირდება დღეს თბილისსა და თბილისელებს. მაშინ, როცა ქალაქში ათასობით ავარიული შენობა არის, რომლის დემონტაჟიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია თბილისელების უსაფრთხოებისთვის. მაშინ, როცა მეწყერსაშიში ზონებია ქალაქში და უამრავი ისეთი ობიექტია, რომელიც რეალურად, საფრთხეს უქმნის თბილისელების უსაფრთხოებას, ამის ფონზე “რიყის დოქების” დემონტაჟი საერთოდ არ არის თბილისელების პრიორიტეტებში. ეს პრიორიტეტშია „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის. ისინი აქ ხედავენ საკუთარ პოლიტიკურ და კომერციულ ინტერესებს. მათი ინტერესია, რომ ამ ადგილას ჩადგან რამე ისეთი ობიექტი, რომლისგანაც სარგებელს მიიღებენ. მთელი ეს ძალისხმევა მიმართულია სწორედ ამისკენ, თორემ რეალურად, თბილისის და თბილისელების ინტერესები რომ აინტერესებდეს თბილისის მერიას და კახა კალაძეს, დემონტაჟს გაუკეთებდა იმ ავარიულ შენობებს, რომელიც თბილისელების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს ყოველდღიურად მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნიან“, - განაცხადა ჩერქეზიშვილმა.

ცნობისთვის, თბილისის მერიამ ე.წ. რიყის დოქების დემონტაჟის ნებართვა გასცა. „რიყის დოქების“ ავტორმა, იტალიურმა არქიტექტურულმა ჯგუფმა Studia Fuksas განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ "რიყის დოქების" დემონტაჟი „კულტურულად უკან გადადგმული დიდი ნაბიჯია“.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს