ცოტნე ანანიძე - სპეციალურად უტრირება კონკრეტული ტურისტის ეროვნებაზე, ჩვენს ეკონომიკურ ინტერესში არ შედის - ჩვენ ვართ ტურისტული, უსაფრთხო ქვეყანა და შსს უზრუნველყოფს, რომ ტურისტულმა სეზონმა უსაფრთხოდ ჩაიაროს

ვინც არ უნდა იყოს, საქართველოს მოქალაქე იქნება თუ სხვადასხვა ეროვნების ტურისტი, ცხადია, უნდა დაემორჩილოს კანონს, - ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძემ “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მოქალაქეთა ნაწილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციებს იმის თაობაზე, რომ რუსი ტურისტების მხრიდან რიგ შემთხვევაში ადგილობრივების სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა ხდება, რაზეც ხელისუფლების მხრიდან რეაგირებას ითხოვენ.

მისივე თქმით, სპეციალურად აქცენტირება კონკრეტული ტურისტის ეროვნებაზე, საქართველოს ეკონომიკურ ინტერესში არ შედის.

“საქართველო, ჩვენი რეგიონი ტურისტული ქვეყანაა და ამავდროულად, ძალიან ბევრ საერთაშორისო რეიტინგებში არის უსაფრთხო ქვეყანა. თუ რაიმე ტიპის კონკრეტული გამოვლინებები იქნება, რაც არის ადმინისტრაციული ტიპის გადაცდომა - დანაშაული, შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაგირება ექნება ამაზე, არანაირი დისკრიმინაციული მიდგომა ვინმეს მიმართ არ ყოფილა და ვერ იქნება. ვინც არ უნდა იყოს, საქართველოს მოქალაქე იქნება თუ სხვადასხვა ეროვნების ტურისტი, ცხადია, უნდა დაემორჩილოს კანონს.

გასაგებია, ის პოლიტიკური შეფასებები, რაც სამწუხაროდ, გვესმის. სამწუხაროდ, 2010 წელს, [წინა ხელისუფლება] ლარსზე ეპატიჟებოდა მათ შორის რუს ტურისტებს. არსებობს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომ საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, ჩვენი ძალიან ბევრი თანამემამულე რუსეთის მოქალაქეა, იმ ადამიანებს შეუშლის ვინმე ხელს? სპეციალურად უტრირება კონკრეტული ეროვნების, ცხადია, საქართველოს ეკონომიკურ ინტერესში არ შედის. ჩვენ ვართ ტურისტული, უსაფრთხო ქვეყანა. შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოცდილი, კვალიფიციური კადრებით უზრუნველყოფს, რომ ტურისტულმა სეზონმა უსაფრთხოდ და ფრთხილად ჩაიაროს”, - განაცხადა ცოტნე ანანიძემ.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 20.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს