„გასტრონომიის ეროვნული სააგენტო“ ფუნქციონირებას შეუდგა - სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა ავალიანი შეითავსებს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი „გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს“, რომელიც ფუნქციონირებას დღეიდან შეუდგა, ხელმძღვანელის მოვალეობას დროებით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა ავალიანი შეითავსებს.

ამის შესახებ გარემოს დაცვის სამინისტროში აცხადებენ.

„საქართველოს მთავრობის დადგენილებით, დღეიდან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში ფუნქციონირებას ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი -„გასტრონომიის ეროვნული სააგენტო“ იწყებს.

სააგენტო შეიქმნა ქვეყნის გასტრონომიული მემკვიდრეობის დაცვის, განვითარების, პოპულარიზაციისა და საერთაშორისო ცნობადობის გაძლიერების, ასევე, გასტრონომიის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის (სტრატეგიის) ფორმირებისა და განხორციელების მიზნით.

ამ ეტაპზე, სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობას დროებით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა ავალიანი შეითავსებს.

გასტრონომიის ეროვნული სააგენტო უზრუნველყოფს ქართული გასტრონომიული მემკვიდრეობის კვლევას, დაცვასა და პოპულარიზაციას, შესაბამისი სამართლებრივი მექანიზმების სრულყოფას, სახელმწიფო უწყებებს, კერძო სექტორსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს შორის ეფექტიან კოორდინაციას, ასევე ადგილობრივი პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ზრდის ხელშეწყობას როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ბაზრებზე.

სააგენტოს საქმიანობა ხელს შეუწყობს რეგიონული განვითარების პროცესს, სოფლის მეურნეობის დივერსიფიკაციასა და ტრადიციული ადგილობრივი პროდუქტების კომერციალიზაციას, რაც გაზრდის სოფლად მცხოვრები მოსახლეობის შემოსავლებს, გააძლიერებს ადგილობრივ წარმოებას და წაახალისებს სოფლის ეკონომიკურ განვითარებას.

გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს საქმიანობა ასევე მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საქართველოს ტურისტული პოტენციალის, განსაკუთრებით კი აგრო და გასტრონომიული ტურიზმის განვითარების მიმართულებით. ამასთან, გაძლიერდება გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების დაცვისა და გამოყენების პრაქტიკა, რაც უზრუნველყოფს ქართული პროდუქციის ხარისხის, ავთენტურობისა და რეპუტაციის დაცვას და მომხმარებელთა ნდობის ზრდას”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 20.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს