იემენელმა „ჰუსიტებმა“ საუდის არაბეთის წინააღმდეგ საზღვაო ბლოკადა გამოაცხადეს

იემენელმა „ჰუსიტებმა“ საუდის არაბეთის წინააღმდეგ საზღვაო ბლოკადა გამოაცხადეს. ინფორმაციას Reuters-ი „ჰუსიტების“ სამხედრო წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ჰუსიტების“ განცხადებით, „საზღვაო ემბარგო კრიმინალი მტრის წინააღმდეგ მისი გამოცხადებისთანავე დაუყოვნებლივ ამოქმედდა“.

„ეს პასუხია თითქმის 12 წლის განმავლობაში ჩვენი ძვირფასი ხალხის წინააღმდეგ მიმდინარე უსამართლო ალყაზე, ჩვენი რესურების ძარცვასა და ჩვენი პორტებისა და აეროპორტების წინააღმდეგ ყოვლისმომცველი ბლოკადის დაწესებაზე“, - ნათქვამია „ჰუსიტების“ განცხადებაში.

ცნობისთვის, გასულ კვირას „ჰუსიტებმა“ საუდის არაბეთის მიმართულებით რაკეტები გაუშვეს, მას შემდეგ, რაც საუდის არაბეთი მათ მიერ კონტროლირებად სანას საერთაშორისო აეროპორტზე დარტყმებში დაადანაშაულეს. „ჰუსიტების“ მიერ საუდის არაბეთის მიმართულებით რაკეტების გაშვება პირველი შემთხვევაა მას შემდეგ, რაც 2022 წლის მარტში მხარეებს შორის არაფორმალური ცეცხლის შეწყვეტა ძალაში შევიდა.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს