საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 500 Global in Eurasia-ს აქსელერაციის პროგრამის მეთერთმეტე ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 500 Global in Eurasia-ს აქსელერაციის პროგრამის მეთერთმეტე ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო. პროგრამა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) და 500 Global-ის პარტნიორობით ხორციელდება და ადრეული ეტაპის ტექნოლოგიური სტარტაპების განვითარებას, საერთაშორისო გამოცდილების მიღებასა და გლობალურ ბაზრებზე გასვლას უწყობს ხელს.

500 Global in Eurasia-ს 12-კვირიანი აქსელერაციის პროგრამა სტარტაპებს სთავაზობს ინტენსიურ სასწავლო მოდულებს, ინდივიდუალურ მენტორინგს საერთაშორისო გამოცდილების მქონე ექსპერტებთან, პრაქტიკულ ცოდნასა და მხარდაჭერას ბიზნესმოდელის დახვეწისა და მასშტაბირებისთვის.

პროგრამის მონაწილეები შესაძლებლობას მიიღებენ, იმუშაონ კვალიფიციურ მენტორებთან და ინვესტორებთან, გააძლიერონ საკუთარი ბიზნესის განვითარების სტრატეგია, მოემზადონ ინვესტიციების მოსაზიდად და დაამყარონ კავშირები საერთაშორისო სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლებთან.

პროგრამის დასკვნით ეტაპზე ტრადიციულად დემო დღე იმართება, რომლის ფარგლებშიც მონაწილეები საკუთარ პროდუქტებსა და მიღწეულ პროგრესს ინვესტორებს, კორპორაციული სექტორის წარმომადგენლებსა და ინდუსტრიის ექსპერტებს წარუდგენენ.

500 Global in Eurasia საქართველოში 2022 წლიდან, საქართველოს ბანკის, GITA-სა და 500 Global-ის პარტნიორობის ფარგლებში იმართება. ამ დროის განმავლობაში პროგრამის ათმა ნაკადმა გაიარა აქსელერაციის პროგრამა და გადამზადდა 100-ზე მეტი დამფუძნებელი და სტარტაპის წარმომადგენელი .

მეთერთმეტე ნაკადზე განაცხადების მიღება უკვე დაწყებულია და 2 აგვისტომდე გაგრძელდება. რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://500.co/founders/eurasia/accelerator

(R)

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს