ვიქტორ ყიფიანი - ყველაზე რეალური, თანაბარი, სამართლიანი და კონკურენტული არჩევნების გარკვეული წესების თავმოყრა და მმართველ პარტიასთან სწორედ ამ წესებზე საუბარი იქნება - ოპოზიციამ უნდა ვიფიქროთ პოლარიზაციის დასრულებაზე

თუ ცვლილებები მართლა გვინდა, პოლარიზაცია ოპოზიციამ უნდა დავასრულოთ, - ამის შესახებ პოლიტიკური პარტია "ჯერ საქართველოს" დამფუძნებლის, ვიქტორ ყიფიანის, განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც ის ოპოზიციურ პარტიებს და ცვლილებებზე ორიენტირებულ ამომრჩეველს სთავაზობს.

"წითელი ხაზი არის არა კითხვაზე პასუხის გაცემა, იღებ თუ არა არჩევნებში მონაწილეობას, არამედ, როგორ არჩევნებში მონაწილეობ.

ამიტომ, ყველაზე რეალური, თანაბარი, სამართლიანი და კონკურენტული არჩევნების გარკვეული წესების თავმოყრა და მმართველ პარტიასთან სწორედ ამ წესებზე საუბარი იქნება.

ოპოზიციამ უნდა ვიფიქროთ პოლარიზაციის დასრულებაზე.

რადგან, როდესაც ცვლილებაზე ორიენტირებული ადამიანების ნაპირი კიდევ უფრო გაბევრდება, ეს უფრო ეფექტიანი გზა იქნება პოლარიზაციის დასასრულებლად, ვიდრე იმის მოლოდინი, "ოცნება" როდის გააკეთებს ამას, მითუმეტეს, რომ ამის სურვილი მათ არ აქვთ”, - წერს ყიფიანი.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს