ვოლოდიმირ ზელენსკი ენდი ბერნემს ესაუბრა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დიდი ბრიტანეთის ახალ პრემიერ-მინისტრს, ენდი ბერნემს ესაუბრა, - ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ავრცელებს.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ენდი ბერნემს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავება მიულოცა.

„ვაფასებ იმას, რომ უკრაინისა და ჩვენი ხალხის მიმართ მხარდაჭერა ურყევი დარჩება. უკრაინამ და გაერთიანებულმა სამეფომ ჩვენი ქვეყნების ურთიერთობების ისტორიაში ყველაზე ძლიერი პარტნიორობა ჩამოაყალიბეს და ჩვენ მისი უფრო მეტად გაფართოების მიზნით მუშაობას გავაგრძელებთ. შევთანხმდით, რომ უახლოეს მომავალში შეხვედრისას განვიხილავთ ჩვენს მომავალ თანამშრომლობას, მათ შორის ანტიბალისტიკური კოალიციის ფარგლებში მუშაობას. მადლობა, ენდი! მადლობა, დიდ ბრიტანეთს!“, - წერს ზელენსკი X-ზე.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს