ელენე ხოშტარია - ჩვენი პრობლემა თავგასული რუსების არსებობა კი არა, ეს მუდმივად ასე იქნება, არამედ ჩვენი სახელმწიფოს დამოკიდებულებაა საკუთარი თავის, ღირსების, კანონებისა და მოქალაქეების მიმართ

პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, პრობლემა „თავგასული რუსების არსებობა კი არაა“, არამედ ჩვენი სახელმწიფოს დამოკიდებულებაა საკუთარი თავის, ღირსების, კანონებისა და მოქალაქეების მიმართ.

ასე ეხმაურება ხოშტარია თელავში, ერთ-ერთ სასტუმროში მომხდარ ინციდენტს, რომელშიც რუსეთის მოქალაქეები ფიგურირებდნენ.

ხოშტარიას თქმით, აგრესიულ და პროვოკაციულად განწყობილ რუსეთის მოქალაქეს უფრო მეტად აქვს პოლიციის მხარდაჭერის მოლოდინი, ვიდრე საქართველოს მშვიდობიან მოქალაქეს.

„სწორედ თელავის პოლიცია იყო, ლავროვის შვილის ქორწილის გამო, აქტივისტებს რომ დაერია. ფიზიკურადაც კი მომიწია პოლიციის უფროსისაგან აქციის მონაწილეების დაცვა.

ჩვენი პრობლემა თავგასული რუსების არსებობა კი არაა, ეს მუდმივად ასე იქნება, არამედ ჩვენი სახელმწიფოს დამოკიდებულებაა საკუთარი თავის, საკუთარი ღირსების, საკუთარი კანონებისა და საკუთარი მოქალაქეების მიმართ. პრობლემა ისაა, აგრესიულ და პროვოკატორ რუსს ყოველთვის რომ უფრო მეტად აქვს ჩვენი პოლიციის იმედი, ვიდრე საქართველოს მშვიდობიან, წესიერ მოქალაქეს. სწორედ ეს არის შესაცვლელი“,- ნათქვამია ხოშტარიას განცხადებაში, რომელიც პოლიტიკოსის „ფეისბუქ“ გვერდზე ვრცელდება.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
Petra Group-სა და Mitsubishi-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია